"ოცნება": აბაშაში "თავისუფალი დემოკრატების" 15-მა წევრმა ოთარ დანელიას მხარდაჭერა გამოუცხადა

"ოცნება": აბაშაში "თავისუფალი დემოკრატების" 15-მა წევრმა ოთარ დანელიას მხარდაჭერა გამოუცხადა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოთარ დანელიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების აბაშის რაიონული ორგანიზაციის 15-მა წევრა მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" იუწყებიან, ამის შესახებ საგანგებო განცხადება აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ დანელიას საარჩევნო შტაბში გაკეთდა.

„ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ დანელიას დასახელებამ აბაშა მარტვილის მუნიციპალიტეტებში ჩვენ „თავისუფალ დემოკრატებს“ ჩამოგვიყალიბა ღრმა შინაგანი რწმენა, რომ ქვეყანა განვითარების სწორი გზით ივლის მშვიდობის, დემოკრატიისა და აღმშენებლობის მიმართულებით. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები და „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან ერთად ვაშენოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო,“-ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან მგალობლიშვილი.

„ამ ადამიანებმა გადადგეს გონივრული ნაბიჯი, რაც მათი პრაგმატული აზროვნების ლოგიკური შედეგია და ამავე დროს, გაგრძელება იმ კეთილი საქმეებისა რასაც „ქართული ოცნება“ ბატონ ოთარ დანელიასთან ერთად გეგმავს აბაშა მარტვილის მუნიციპალიტეტებში,“- განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

19 ოქტომბერი, 2017

„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი იქნება ქალაქში რეკრეაციული ზონის. ჩენს გეგმაშია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე გადასვლა, საბაგიროების გამოყენება, თანამედროვე ტრამვაი. ძალიან მნიშვნელოვანია...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080