რულოვსი: მიშას არაფრის ეშინია და მისი ჩამოსვლა საქართველოში გარდაუვალია

რულოვსი: მიშას არაფრის ეშინია და მისი ჩამოსვლა საქართველოში გარდაუვალია

სანდრა რულოვსი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებს ბათუმის ბულვართან შეხვდნენ და მათი გამარჯვების შეთხვევაში, აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები გააცნეს: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ზაზა ფარსენაძე; აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ლევან ანთაძე; აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დონარა სურმანიძე; აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კი, ზაურ დავითაძე დასახელდა.

ამავე შეხვედრაზე, ტელეფონით მიმართა შეკრებილებს, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. შეკრებილ მხარდამჭერებს, სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა, სანდრა რულოვსმა.

მისი თქმით, 2012 წელს დემოკრატიულად არჩეულმა „ქართული ოცნებამ“, თავისი უმოქმედობით, საქმე ვერ გააკეთა.

„ახლა ხალხის ნებაზეა, ვინ იქნება შემდეგი ოთხი წელი ქვეყნის მმართველი. ჩვენ ვართ პროფესიონალიზმით სავსე ძალა, რომელსაც შეუძლია დაპირებების შესრულება",-განაცხადა საკუთარ გამოსვლაში, სანდრა რულოვსმა.

როგორც მან აღნიშნა, "მიშას არაფრის ეშინია“ და მისი ჩამოსვლა საქართველოში, „გარდაუვალია“.

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის  ღვთისმშობლის შეურაცხყოფა  ისეთივეა, როგორც - დედის

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ისეთივეა, როგორც - დედის

12 წუთის წინ

"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054