დაბა მესტიაში აეროპორტთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა მესტიაში აეროპორტთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა მესტიაში, ადგილობრივი მნიშვნელობის მესტიის ცენტრი-აეროპორტი-წრნიაში საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 2 422 575. 39 პროექტის დაფინანსების წყაროა 216- 2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელის ზაფხულისთვის დასრულდება.

პროექტი ითვალისწინებს: ტრასის აღდგენა გამაგრებას; არსებული საკომუნიკაციო ჭის თავების მოყვანას სათანადო ნიშნულზე მონოლითური ბეტონით; რკინა ბეტონის მილების მოწყობას; სანიაღვრე ქსელების მოწყობას; საყრდენი კედლების მშენებლობას; ნაპირდამცავი კედლების მოწყობას გაბიონებით; ასფალტის საფარის დაგებას 3კმ მონაკვეთზე; მიერთებების და ადგილობრივი შესასვლელების, ასევე ეზოში შესასვლელების შეკეთებას;
ტროტუარის მოწყობას; საგზაო ნიშნების მოწყობას.

ფოთში დევნილ და სოციალურად დაუცველი ქალებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია გაიხსნა

ფოთში დევნილ და სოციალურად დაუცველი ქალებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია გაიხსნა

34 წუთის წინ

კომპიუტერული ლაბორატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ბაზაზე შეიქმნა. ორგანიზაციის დირექტორის, ნონა ხუხიას განცხადებით, ბენეფიციარებს, სრული კურსის გავლის შემდეგ, სპეცალური სერთიფიკატები გადაეცემათ. „კომპიუტერული...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207