ილია II: ქართული სუფრა ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი - ფარისევლურ ქება-დიდებად

ილია II: ქართული სუფრა ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი - ფარისევლურ ქება-დიდებად

"დიდ პრობლემას ქმნის ორიენტირების აღრევა, როდესაც ზოგიერთი საშუალებას მიზნად მიიჩნევს მიზანს კი - საშუალებად. არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობები,"- თავის სააღდდგომო ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ორიენტირების აღრევაზე ისაუბრა. 

"მაგალითად ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის და თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი, ჭირის სუფრა კი გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი. როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღვთის დიდებით. ახლა კი ასეთი შეკრებები ხშირად ღრეობად და დაუსრულებელ შეკრებად იქცა. სადღეგრძელოები კი ფარისევლურ ქებადიდებად. რაც უნდა გამოსწორდეს. 

რა კი პურობისა და ღვინის საკითხს შევეხეთ აღვნიშნავთ იმასაც, რომ საუკუნეების მანძილზე მევენახეობა და მეხორბლეობა ჩვენი ყოფის განმსაძღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. 

ქართველი კაცი მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობასა სდებდა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებელ შესაწირად აღიქვამდა. ამიტომაც ამ კულტურებზე ზრუნვას, საუფლო საქმედ მიიჩნევდა.

ათეისტური რეჟიმის დროს ეს დამოკიდებულოება რადიკალურად შეიცვალა. უნიკალური ქართული ხორბლის და სავენახე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს და მესხეთ-ჯავახეთში, ჯიშები ზოგი მთლიანად, ზოგი ნაწილობრივ განადგურდა და მათი ადგილი ჰიბრიდულმა ნაკლებად შრომატევადმა ჯიშებმა დაიკავა. ამას დაემატა ღვინის შაქრით ფალსიფიცირება, რაც ადრე ყოვლად წარმოუდგენელი იყო. ასე შეილახა და გაუბრალოვდა დიდი დატვირთვის მქონე ვენახისა და ხორბლის მნიშვნელობა. 

საჭიროა შევიცვალოთ დამოკიდებულება და სწორ ორიენტირებს დავუბრუნდეთ. მადლობა ღმერთს, დღეს მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. და ამაში გულანთებული, უანგარო ადამიანების დიდი ღვაწლია ჩადებული,“- ბრძანა პატრიარქმა.

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

33 წუთის წინ

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველო-ისლანდიის თანამშრომლობის საკითხებზე. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ლინგვისტისა და მთარგმნელის, გრიგოლ მაჭავარიანის მოღვაწეობას, რომელსაც განსაკუთრებული...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186