ზაქარია ქუცნაშვილი არასამთავრობოებს: მინისტრობის კანდიდატების დასახელებას არ ვგეგმავთ!

ზაქარია ქუცნაშვილი არასამთავრობოებს: მინისტრობის კანდიდატების დასახელებას არ ვგეგმავთ!

„პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, მაგრამ მე ყოველთვის ვიყავი და კვლავაც ვრჩები თავისუფლების მხარდამჭერ პირად“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი არასამათავრობოების იდეას მინისტრობის კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით.

როგორც ქუცნაშვილმა „აიპრესს“ განუცხადა, საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო კამპანიის ნაწილში თავისუფლები არიან და თავად გადაწყვეტენ როგორ მოიქცნენ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მინისტრობის კანდიდატების დასახელებას არ გეგმავს.

„საარჩევნო სუბიექტები თავისუფლები არიან საარჩევნო კამპანიის წარმოების ნაწილში. მე ყოველთვის ვიყავი და კვლავაც ვრჩები თავისუფლების მხარდამჭერ პირად. ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ, მაგრამ ასევე პატივს ვცემ სუბიექტის უფლებას დამოუკიდებლად აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია. ვისაც სურს დაასახელოს მინისტრობის კანდიდატები, ვისაც სურს ნუ დაასახელებს და პროგრამისა და საპარლამენტო სიის წარდგენით შემოიფარგლოს. სუბიექტს აქვს უფლება თავად განსაზღვროს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესი, შინაარსი, დაპირებები, პროგრამები“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კითხვაზე, „ქართული ოცნება“ მინისტრობის კანდიდატების დასახელბას არ გეგმავს? - ქუცნაშვილი ასე პასუხობს:

„ქართული ოცნება“ კანდიდატების დასახელებას არ გეგმავს. ჩვენ საარჩევნო კამპანიის წარმოების ჩვენი სტილი გვაქვს: აკადმიურ და ძალიან მშვიდობიან საარჩევნო კამპანიას ვატარებთ. ჩვენი კამპანია მხოლოდ შეჯიბრის წესებზეა დამყარებული. ასე, რომ დასახელებას არ ვგეგმავთ“, - ამბობს „აიპრესთან“ საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილი. 

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, რომ საარჩევნო პროგრამასთან ერთად ამომრჩეველს 6 წამყვანი მინიტრის სავარაუდო კანდიდატები ან მათი „პოტენციური კაბინეტი“ წარუდგინონ.

არასამთავრობოები მიმართავენ პარტიებს, წინასწარ დაასახელონ: იუსტიციის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის,  ფინანსთა და  ეკონომიკის მინისტრების სავარაუდო კანდიდატები.

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

19 ოქტომბერი, 2017

„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი იქნება ქალაქში რეკრეაციული ზონის. ჩენს გეგმაშია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე გადასვლა, საბაგიროების გამოყენება, თანამედროვე ტრამვაი. ძალიან მნიშვნელოვანია...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341