ივანიშვილი: ხალხი ვერ დაწყნარდა, რადგან ფიქრობენ, რომ "ნაცმოძრაობამ" ბოლომდე პასუხი არ აგო

ივანიშვილი: ხალხი ვერ დაწყნარდა, რადგან ფიქრობენ, რომ "ნაცმოძრაობამ" ბოლომდე პასუხი არ აგო

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ისინი ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ისევ აგრესიულად იქცევიან. როგორც ივანიშვილმა იმერეთის რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას "აიპრესის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ "ნაცმოძრაობამ" ბოლომდე პასუხი არ აგო.   

"მსოფლიოში ვერც ერთ ქვეყანას ვერ ნახავთ, რომ ამდენი მაღალჩინოსანი დასჯილიყო და კიდევ დარჩა ხალხს ეს განცდა. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის,რომ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც განაწყენებული დარჩა, უნდოდა ესენიც ისე დასჯილიყვნენ, მასიურად შეგვეყარა ციხეებში, რა თქმა უნდა, ეს სწორი არ იქნებოდა.

აქედან გამომდინარე, ამ განცდას აღრმავებს ის, რომ ნაცმოძრაობა ისევ ძალადობს, ისევ იქედან ენას გვიყოფენ.ბოდიშის მოხდის ნაცვლად, კიდევ აგრესიულად იქცევიან და გვარწმუნებენ, რომ ის იყო ყველაზე კარგი მმართველობა. ის, რომ ხალხი ვერ დაწყნარდა ემოციურად და ჰგონიათ, რომ მათ პასუხი არ აგეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი გამოდიან, ისევ ენას გვიყოფენ,გვწყევლიან, გვაგინებენ და გვარწმუნებენ, რომ თეთრი- შავია"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ,,აიპრესის"კითხვაზე.

რატიანი: მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრი მოვიდეს კომიტეტზე და მოგვცეს განმარტება, რა ხდება ამ სფეროში

რატიანი: მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრი მოვიდეს კომიტეტზე და მოგვცეს განმარტება, რა ხდება ამ სფეროში

26 წუთის წინ

"ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებულად განხილვა, სავარაუდოდ, პროტექციონიზმზე და თანამდებობების პირების ინტერესებზე მიუთთებს. "გუშინ გავაკეთე განცხადება...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156