ექსპერტთა აზრით საუკეთოსო სლოგანი ცესკო-ს ეკუთვნის

ექსპერტთა აზრით საუკეთოსო სლოგანი ცესკო-ს ეკუთვნის

თვეზე ოდნავ მეტი დარჩა იმ არჩევნებამდე, რომელსაც პრაქტიკულად ყველას შეფასებით, საქართველოს უახლოეს მომავალზე გადამწყვეტი გავლენა ექნება. შესაბამისად, დუღილის ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებს და პიკს სექტემბრის ბოლოსთვის მიაღწევს. ასეთ დროს კი ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ სფეროს ექსპერტები, როგორ აფასებენ არსებულ სიტუაციას, რა შენიშვნები თუ რეკომენდაციები აქვთ პოლიტიკურ პარტიებთან.

ზოგადად, ექსპერტებს თუ ვენდობით, წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი დიდი (თუ ყველაზე დიდი არა) მნიშვნელობა პარტიის სლოგანს აქვს. პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ სლოგანი დასამახსოვრებელი და ეფექტური უნდა იყოს, მაქსიმუმ სამი სიტყვისგან თუ შედგება, ხომ საერთოდ, მისწრებაა, თუმცა ჩვენს სინამდვილეში ერთსიტყვიანი სლოგანებიც გვაქვს და რთული წინადადებებიც.

ისე, საქართველოში ყველაზე ცნობილ და დასამახსოვრებელ რეკლამად ავეჯის გადაზზიდვის სერვისის რეკლამა მიიჩნევა, რომლის დროსაც ერთ-ერთი ქალბატონი მონოტორული ხმით იმეორებდა – “ავეჯის გადაზიდვის სერვისი, 25-60-60…”

საარჩევნო სლოგანებზე საკუთარ მოსაზრებას ამ სფეროს ექსპერტები, ვალერიან (ვაკა) გორგილაძე, სოლომონ გალუმაშვილი, კახა მაღრაძე, ვიზუალური ტექნოლოგი მიხეილ ქოჩაკიძე, ლატვიელი პოლიტიკური ტექნოლოგი რეინის კონჩელოვსკისი და ლელა იაკობაშვილი გამოთქვამენ.

გვერწმუნეთ, მათი ხედვა და შეფასებები ძალიან საინტერესოა, თუმცა…

დღევანდელ რეალობაში არსებული სლოგანები ერთმანეთს პრაქტიკულად არ ჰგავს. უფრო მეტიც, სლოგანი რეალურად პარტიის სახეს ასახავს და ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეს გასაკვირი არც არის. მაგალითისთვის “ნაციონალური მოძრაობის” სლოგანი ავიღოთ – “ახალი ენერგიით საქართველოს წინსვლისთვის”.

აღნიშნული სლოგანი ერთგვარი მობოდიშების ფორმაა, ანუ ყოფილი მმართველი გუნდი აფიქსირებს, რომ ახალი სახეები ჰყავს, ძველები მოიშორა ან კარგად დამალა და მოსახლეობას სთხოვს, კიდევ ერთხელ ენდოს.

“ახალი ენერგიით საქართველოს წინსვლისთვის” – ეს არის ახალი მობოდიშება, ანუ ამ სლოგანით ნაციონალები გვეუბნებიან – ჩვენ მოვახდინეთ განახლება, გავთავისუფლდით ნუგზარ წიკლაურისგან, გივი თარგამაძისგან და ახლა ახალი ენერგიით მიგვიღეთო…აი ეს არის ბოდიშის მოხდა. ამ სლოგანში კარგად ჩანს ნაციონალურ მოძრაობას თუ რა კომპლექსი აწუხებს” – ამბობს ექსპერტი ვაკა გორგილაძე.

“ჯეპრას” კონსულტანტი კახა მაღრაძე რესპუბლიკელების სლოგანის ანალიზს ახდენს. “ალბათ ამ სლოგანს დამატებითი ახსნა სჭირდება, რომ უფრო გასაგები გახდეს. თუმცა გათავისუფლებაში ალბათ რესპუბლიკელები ყველაფერი ცუდისგან და უარყოფითისგან გათავისუფლებას გულისხმობენ. რაღაცნაირად ბორჯომის სლოგანსაც მახსენებს “გათავისუფლდი ზედმეტისგან”, – ეს კიდევ ერთი ექსპერტის, კახა მაღრაძის შეფასებაა.

ბატონი კახა “ნაციონალური მძრაობის” სლოგანსაც საინტერესოდ აფასებს: “ეს სლოგანი მობოდიშებას უფრო ჰგავს, მაგრამ მეტი მობოდიშება რომ იყოს და განახლებაზე რომ მეტი აქცენტი გაკეთდეს ალბათ უკეთესი იქნებოდა…”

სხვათა შორის, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ერთ-ერთი გამორჩეული სლოგანი ცესკო-ს აქვს. უფრო სწორედ, ცესკო-ს ორი სლოგანი აქვს და ორივე გამორჩეული.

“ცესკოს ახალი შემადგენლობის საქმიანობა ზუსტად შეესაბამება ამ სალოგანებს. პირველი მათგანი – “ცესკო – დემოკრატიის სერვისი!” შეიძლებაცოტა ხმამაღალია, რადგან მხოლოდ არჩევნები არაა დემოკრატიის სერვისი, მაგრამ მეორე სლოგანი – “ცესკო თქვენი არჩევანის უზრუნველყოფა!” ძალიან კარგად აღწერს იმ პროცესებს, რომლითაც ცესკო არის დაკავებული”, – ამბობს ექსპერტი სოსო გალუმაშვილი.

მართლაც, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ცესკო ამომრჩევლებში ნდობას აშკარად იწვევს და სწორედ ამიტომ, ამ ნდობის გამყარებაა ის სლოგანები, რომელიც ამ საარჩევნო კამპანიისთვის შეირჩა.

“ცესკო – დემოკრატიის სერვისი!” და “ცესკო თქვენი არჩევანის უზრუნველყოფა!” – ორივე სლოგანი შესანიშნავია, რადგან ზუსტად ასახავს ცესკოს ხედვასა და მის მთავარ მისიას მოახდინოს არჩევანის უზრუნველყოფა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ ამომრჩეველმა კომფორტულ და მშვიდ გარემოში მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და თავისი სამოქალაქო ვალი განახორციელოს“, – ამბობს ვაკა გორგილაძე.

“ცესკო – დემოკრატიის სერვისი!” – ეს სლოგანი ცესკოს რეალურ მისიას უფრო მეტად შეესაბამება. ხოლო რამდენად მოახერხებს ცესკო ამ მისიის შესრულებას, ამას არჩევნების შემდეგ ვნახავთ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ის, რომ ახლანდელ ცესკოს წინა ცესკოებთან განსხვავებით საზოგადოებასთან ურთიერთობის “აგრესიული” პოლიტიკა ჰქონდა”,-ასეთია ექსპერტ ლელა იაკობაშვილის აზრი.

რეინის კონჩელოვსკის მიაჩნია, რომ “ცესკო – დემოკრატიის სერვისი!” თავისი ჟღერადობით და ფორმით საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. “ხშირად მიწევს ევროპულ ქვეყნებში მუშაობა და გარწმუნებთ, რომ “ცესკო- დემოკრატიის სერვისი!” ერთერთი საუკეთესო სლოგანია, რომელიც როდესმე მინახავს ან გამიგია. მიმაჩნია, რომ ინგლისური ენის მეშვეობით ყველაზე მარტივად და ლაღად ხდება ნებისმიერი შინაარსის მქონე ენობრივი ფორმულის კონსტრუირება, თუმცა ამ სლოგანმა, ჩემი აზრით, თავისი სიმარტივით, ლაკონურობითა და შინაარსობრივი დატვირთვით საუკეთესო ევროპული ნიმუშები დაჯაბნა”.

ამ მოსაზრებას ასევე ეთანხმება მიხო ქოჩაკიძე. “ჩემი აზრით ცესკოს ეს სლოგანი ყველაზე ცხადათ გადმოსცემს ცესკოს ამოცანებს და მისიას, ამასთან ერთად ეს სლოგანი ადვილად დამახსოვრებადია და… ცოცხალია, მასში აშკარად ჟღერს ენერგეტიკა”.

ქალბატონი ლელა რესპუბლიკელების სლოგანს “განთავისუფლდეთ” საინტერესოდ აფასებს: -შეიძლება გათავისუფლდე საკუთარი კომპლექსებისგან, მარწუხებისგან და ა.შ. თუ არ იქნება დაკონკრეტებული რა მიმართულებით აპირებს რესპუბლიკური პარტია “გაათავისუფლოს”, მაშინ ეს სლოგანი ცოტა არ იყოს გაუგებარია. თანაც ამ სლოგანში, ვფიქრობ, გაჟღერებულია არა ოპერატიული, არამედ გრძელვადიანი მისია”.

ექსპერტებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ნინო ბურჯანაძის პარტიის სლოგანმა. “უბლოკო სტატუსი საქართველოს გამთლიანებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის” ცოტა გრძლად, მაგრამ აშკარად საინტერესოდ ჟღერს. პრაქტიკულად პირველად ხდება, რომ პოლიტიკური პარტია ოფიციალურად აფიქსირებს იმას, რომ მისი მთავარი მიზანი არსად გაერთიანება არ არის. ისე, ერთხელ ზვიად გამსახურდიამაც თქვა, საქართველო არცერთი კავშირის წევრი არ უნდა იყოს, საბჭოთა კავშირიდან დაწყებულიო. ქალბატონი ნინოც სწორედ ამ მიმართულებით აკეთებს აქცენტს და იმედი აქვს, რომ უბლოკო სტატუსის მომხრე საქართველოში ბევრია.

“ჩემთვის ეს სლოგანი თავიდან ბოლომდე გაუგებარია. სლოგანი ხომ გამჭვირვალე უნდა იყოს, მისი სიტყვათა წყობა რაღაცას უნდა ესადაგებოდეს… ადამიანს უწევს ჩაატაროს ძალიან დიდი გონებრივი სამუშაო, რომ ჯერ მიხვდეს უბლოკო რა არის, მერე სლოგანის პირველი ნაწილი მეორე ნაწილს დააკავშვიროს”,-ასეთია ლელა იაკობაშვილის აზრი.

“პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ სლოგანის პირველი ნაწილი არ არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი, რადგან არის ძალიან რთული, აღსაქმელად გაუგებარი და ამავდროულად არანაირ პოზიტიურ შინაარსს არ ატარებს. მეორე ნაწილი გარკვეული განმარტებაა პირველი ბუნდოვანი ნაწილის და აქ მე მგონი ბევრი საუბარი არ სჭირდება რას ეხება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთო ჯამში სლოგანი და მისი პირველი ნაწილი განსაკუთრებით, არ არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი და სადღაც გარეთ ეძებს ადრესატებს”,-ასე ახასიათებს სოსო გალუმაშვილი ბურჯანაის პარტიის სლოგანს.

და რაღა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო ექსპერტთა აზრი მმართველი გუნდის სლოგანზე “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” იყო.

ვაკა გორგილაძე: ქართული ოცნების სლოგანის ეს ტრიადა პარტიის პრიორიტებბზე მიანიშნებს. თავისფლება- არისის რაც უკვე მოხდა, ანუ მოხდა ხალხის გათავისუფლება, ლიბერალიზაცია და თუ რესპუბლიკელისთვისეს არის სამომავლო გეგმა, ქართული ოცნებისთვის უკვე გავლილი ეტაპია. სწრაფი განვითარების მეშვეობით კი ოცნება ცდილობს კეთილდღეობის მიღწევას. მოკლედ, საერთო ჯამში სლოგანი საკმაოდ ლოგიკური, შინაარსიანი და დამახოვრებადია.

სოლომონ გალუმაშვილი: ჩემი ნება რომ ყოფილიყო სლოგანში სწრაფ განვითარებას შევამცირებდი და დავტოვებდი განვითარებას, მაგრამ რატომღაც ქართული ოცნების მესვეურებმა ჩათვალეს რომ მათი მმართველობის შემდეგი ოთხწლიანი ციკლის პერიოდში აქცენტი გაეკეთებინათ მხოლოდ განვითარებაზე კი არა სწრაფ განვითარებაზე. ვფიქრობ ამ შემთხვევაში სიტყვა სწრაფი მხოლოდ მეტაფორული გაძლიერებისთვის არის გამოყენებული. თავისუფლებაში აქ იგულისხმება არა მხოლოდ პიროვნული თავისუფლება, ან მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობა, არამედ იგულისხმება ბიზნესის თავისუფლება, სხვადასხვა სფეროების თავისუფლება და ა.შ. ეს არის გარკვეულწილად სარკული ვარიანტი, ძირითადი მოწინააღმდეგის მოქმედებაზე, სადაც ეს პრიორიტეტი არ არსებობდა. და ბოლოს კეთილდღეობა – ეს არის რაღაც ახალი მიმართულება ქართული ოცნების კონცეფციაში. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება შეეცდება ამომრჩეველს, ქვეყნის მოსახლეობას თავი სწორედ კეთილდღეობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯებით დამახსოვროს.

დღემდე სიტყვა კეთილდღეობა მხოლოდ შევარდნაძეს ჰქონდა გამოყენებული, 1999 წელს – “სტაბილურობიდან კეთილდღეობამდე“, თუმცა იქ ეს დაპირება ვერ შესრულდა და შევარდნაძის ეპოქა დარჩა როგორც გარკვეულწილად სტაბილურობის ეპოქა ისტორიაში. ასეთივე ეპოქის შექმნას ფიქრობს ქართული ოცნებაც, რომელიც იქნება კეთილდღეობის სახელით შესული ისტორიაში.”

ლელა იაკობაშვილი: “თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა” – შედარებით გასაგები სლოგანია, თუმცა ეს სლოგანი რაღაცნაირად იმეორებს მოქალაქეთა კავშირის მაქსიმალურად მშვიდობიან სლოგანებს. ვფიქრობ, უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტიისათვის, უფრო მეტი კონკრეტიკა გაცილებით მომგებიანი იქნებოდა.”

კახა მაღრაძე: “ამ სლოგანის პირველი ნაწილით ალბათ იმის თქმა უნდათ რომ თავისუფლება მოგვიტანეს და ახლა ამ თავისუფლების შენარჩუნებას გვპირდებიან. ყოველ შემთხვევაში მე ასე გავშიფრე… და ახლა სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის დრო მოდის. ადრე მოქალაქეთა კავშირს ჰქონდა სლოგანი – “სტაბილურობიდან კეთილდღეობამდე. ქართული ოცნების სლოგანი რაღაცით ამ სლოგანს მაგონებს”.

საბოლოოდ, ექსპერტები შეთანხმდნენ იმაზე, რომ პირველი ადგილი ცესკოს სლოგანს “ცესკო – დემოკრატიის სერვისი!” ეკუთვნის, მეორე ადგილზე “ქართული ოცნებაა”, გაგიკვირდებათ და, მესამე ადგილი ნონო ბურჯანაძის პარტიას ერგო, შემდეგ ირაკლი ალასანია მოდის, შემდეგ პაატა ბურჭულაძის ბლოკი, ლეიბორისტები და… ბოლოსწინა ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” სლოგანი.

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

12 საათის წინ

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080