პაატა ბურჭულაძე: ამომრჩეველმა იცის, გულწრფელად მოვედი პოლიტიკაში

პაატა ბურჭულაძე: ამომრჩეველმა იცის, გულწრფელად მოვედი პოლიტიკაში

„სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე “TV პირველთან“ აცხადებს, რომ ამომრჩეველმა კარგად იცის მისი პარტია არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი რომ არ არის.

„ყველამ იცის რომ მე არცერთი მხარე არ ვარ, ჩემი ამომრჩეველი ვინც არის ამას არ დაიჯერებს, იმიტომ რომ იცის მე რა გულწრფელად და რატომ მოვედი პოლიტიკაში, მე არ მჭირდებოდა არც სკამი და არც პოლიტიკური ძალა და მე პატივს მცემდა ხალხი ყოველთვის და მე მქონდა ყველაზე კარგი თეატრები მსოფლიოში. მე მოვედი იმისთვის, რომ ეშველოს გაჭირვებულ ადამიანს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე ასევე აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძე და ზურა ჯაფარიძე იმსახურებენ ხელისუფლებაში ყოფნას, რადგან ძალიან კარგის პეციალისტები არიან.

"გაჭირვებული ადამიანი დღეს არის ძალიან ბევრი საქართველოში და იმიტომ რომ ჩემ გუნდში შემოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა, მე ავხსნი ასე, ზურა ჯაფარიძეა არის ძალიან მაგარი ეკონომისტი თითზე ჩამოსათვლელია, და არ შეიძლება ის ქუჩაში იყოს და არ იყოს მთავრობაში და არ მართოს ქვეყანა. ისეთი მაღალი სპეციალობის როგორიც არის გიორგი ვაშაძე, რომელიც არის რეფორმატორი, რაც კი კარგი გაკეთდა წინა მთავრობის მიერ გაკეთდა, ის უნდა იყოს მთავრობაში.

მე როდესაც პოლიტიკაში მოვედი ვთქვი რომ ჩემი კარები ღიაა მათთვის ვისაც ძალუძს რომ ქვეყნისთვის რაიმე გააკეთოს, ესენი არიან ის პიროვნებები რომლებიც უნდა იყვნენ პარლამენტში“, - განაცხადა ბურჭულაძემ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

32 წუთის წინ

მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ვიზიტისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საუკუნოვანი ისტორია აღინიშნება პირველი დემოკრატიული...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237