"ბუნება შველას ითხოვს" - "პარტიზანი მებაღეების" აქცია თბილისის მერიასთან (ფოტორეპორტაჟი)

"ბუნება შველას ითხოვს" - "პარტიზანი მებაღეების" აქცია თბილისის მერიასთან (ფოტორეპორტაჟი)

"პარტიზანი მებაღეების" ორგანიზებით, თბილისის მერიასთან დღეს აქცია გაიმართა. 

ადგილზე შეკრებილი იყვნენ თავად "პარტიზანი მებაღეების" წევრები და მოქალაქეები. 

მათი განცხადებით, აუცილებელია, დედაქალაქის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვოს და განხორციელდეს სამსახურის სრული რეორგანიზაცია, რომელშიც ჩართულები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. 

აქციის ფარგლებში გაიმართა აუქციონი, რომელზეც სხვადასხვა ნივთი გაიყიდა.

"პარტიზანი მებაღეების" წარმომადგენლის, ნატა ფერაძის განმარტებით, მსგავსი სახის აქციები კიდევ ჩატარდება. 

ფოტოების ავტორი: ალექსანდრე შარვაძე

პროკურატურამ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ვანო ჩხარტიშვილი გამოკითხა

პროკურატურამ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ვანო ჩხარტიშვილი გამოკითხა

14 საათის წინ

შეგახსნებთ, 2018 წლის 19 სექტემბერს "რუსთავი 2"-ზე გავიდა სიუჟეტი, "სიგარეტის ბაზრის გახლეჩვა" - "კურიერმა" ხელისუფლების რეკეტის დოკუმენტური დადასტურება, ე.წ. წესდება მოიპოვა", სადაც საუბარია იმაზე, რომ "კურიერმა" მოიპოვა წესდება, რომლის...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273