იუსტიციის სახლი: პარკინგი აქ მომსვლელებისთვის უფასო დარჩა

იუსტიციის სახლი: პარკინგი აქ მომსვლელებისთვის უფასო დარჩა

იუსტიციის სახლის აღამასრულებელი დირექტორის, გივი აზაურაშვილის განმარტებით, ავტოპარკინგი იუსტიციის სახლში მიმსვლელებისთვის უფასოა, რადგან მომხმარებელი სერვისის მიღებაზე სულ რაღაც 26-28 წუთამდე ხარჯავს, ავტოსადგომზე მანქანის გაჩერება კი ფასიანი 45 წუთის შემდეგ არის.

„იუსტიციის სახლში მომსვლელებს ძალიან დიდი პრობლემა ექმნდებოდათ. პარკინგზე თავისუფალი ადგილების ნაკლებობა იყო. ეს გამოწვეული გახლდათ იმით, რომ ძალიან ბევრი ავტომანაქანა ჩერდებოდა ამ პარკინგზე, რომელიც იუსტიციის სახლის ვიზიტორებს არ ეკუთვნოდა. შესაბამისად, მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ იუსტიციის სახლში მომსვლელს დახვდეს თავისუფალი ადგილი“,- განაცხადა აზაურაშვილმა.

 

გარდა ამისა, მისი თქმით, დამატებით პარკინგზე წესრიგდება ინფრასტრუქტურა. ის აღიჭურვა კამერებით და გახდა უფრო უსაფრთხო. 

ცნობისთვის, იუსტიციის სალხთან, ავტოსადგომთან არის ბანერი, სადაც მითითებულია ფასები. 45 წუთის ჩათვლით ავტოსადგომზე მანქანის გაჩერება უფასოა. 46 წუთიდან 1 საათის ჩათვლით 1 ლარი ღირს. 1 საათიდან 2 საათის ჩათვლით 2 ლარი, 2 საათიდან 12 საათის ჩათვლით 3 ლარი, ხოლო 12 საათიდან 24 საათის ჩათვლით 5 ლარი. 

აღნიშნული ფაქტი იუსტიციის სახლთან დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა რურუამ გააპროტესტა. 

თბილისში, მე-8 სართულიდან შუახნის კაცი გადმოვარდა

თბილისში, მე-8 სართულიდან შუახნის კაცი გადმოვარდა

11 საათის წინ

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207