თურქეთის ტერაქტთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

თურქეთის ტერაქტთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

18 აგვისტოს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში სამი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ბითლისის, ვანისა და ელაზიგის პროვინციებში მომხდარი აფეთქებების შედეგად საერთო ჯამში დაიღუპა 10 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. ქ. ელაზიგში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდგომ პროვინციაში ჩავიდა ქვეყნის პრემიერი, ბინალი ილდირიმი, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარის გამო შესაბამისი უწყებების ქვედანაყოფებში გამოცხადებულია განგაში, რის შედეგადაც განგაშის დონე 1 საფეხურით არის გაზრდილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ მომენტისთვის გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა არც ანკარაში, საქართველოს საელჩოში  და არც საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში.

“საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან. სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე დაკვირვებას და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.

ამასთან, ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541 326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00 (სტამბოლი).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 – სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 – 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში”,-აღნიშნულია განცხადებაში.

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

1 საათის წინ

"ტყიბულს შახტები გახდა ადამანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი. ამიტომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება-შახტები დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და საერთაშორისო ექსპერტიზა და არ გვეცოდინება რომ უსაფრთხოა...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040