თურქეთში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა

თურქეთში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა

თურქეთის პროვინცია ვანში, ირანის საზღვართან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა, მათ შორის 20 პოლიციელია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს. 

ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" ცნობით, აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. როგორც სააგენტო Dogan-ი იტყობინება, თავდამსხმა იმ ადგილზე მოხდა, რომელიც პოლიციის ყაზარმად გამოიყენებოდა. 

სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, თავდასხმა სავარაუდოდ, თურქეთში აკრძალულმა „ქურთისტანის მშრომელთა პარტიამ“ განახორციელა. როგორც სააგენტო Reuters აღნიშნავს, ისინი  თავიანთ სამიზნედ პოლიციისა და სხვა უსაფრთხოების ძალების ობიექტებს ხშირად ირჩევენ.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ვითარების ესკალაცია გასული წლის ივლისში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და თურქეთის ხელისუფლებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაირღვა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების საკითხებში ბურთი მოსკოვის მხარესაა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების საკითხებში ბურთი მოსკოვის მხარესაა

31 წუთის წინ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰელსინკში ჩავიდა, სადაც დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის რუს კოლეგა, დონალდ ტრამპს შეხვდება. "რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ ბურთი რუსეთის მხარეს არის. ჩვენ...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040