გურამ ბერიშვილი: "უბლოკო სტატუსი" ნიშნავს განაცხადო, მონად მინდა ყოფნაო

გურამ ბერიშვილი: "უბლოკო სტატუსი" ნიშნავს განაცხადო, მონად მინდა ყოფნაო

მათემატიკოსი, განათლების სფეროს სპეციალისტი გურამ ბერიშვილი სოციალურ ქსელში "უბლოკო სტატუსთან " დაკავშირებით, თავის განმარტებას აკეთებს.

"რას ნიშნავს უბლოკო სტატუსი? არავის დახმარება არ მჭირდება თავს მე თვითონ დავიცავ? თავდაცვა მცირე ქვეყანას დიდისაგან მარტოს არ შეუძლია. ეს საკამათოა? უბლოკო ვარო რომ გამოაცხადებ. ეს განა რუსეთისათვის მობრძანდი და დაგვიპყარის ტოლფასი არ არის? რა შეაჩერებს რუსეთს? რომც დაგპირდეს არ დაგიპყრობო, დანაპირებს შეასრულებს? რომელი ხელშეკრულება არ დაურღვევია? არსებობს ამგვარი?

შვეიცარიაც კი რომელიც ჩვენზე შეუდარებლად ძლიერია და თავდაცვის უნარიც აქვს, მხოლოდ იმიტომ აცხადებს ნეიტრალიზაციას რომ მეზობლებთან აქვს შეთანხმება: თუ რომელიმე მათგანი მოისურვებს შვეიცარიის დაპყრობას დანარჩენნი ვალდებულებას იღებენ დაიცვან შვეიცარია.

ეს შეთანხმება მხოლოდ შვეიცარიის პატივისცემით არ არის მიღებული, მათ ინტერესშიც შედის. ჩვენი მეზობლები ასეთი პირობის მომცემნი არიან? როც დადონ, დაიცავენ? მაშ რას ნიშნავს ამ ვითარებაში უბლოკო სტატუსის სიტყვიერი გამოცხადება? უბრალო რამეს: მონად მინდა ყოფნა, ვის გინდივართ. დიდი, დიდი, ატყდეს ომი მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე. შედეგად ოთხმა გაინაწილოს",-წერს გურამ ბეროშვილი. 

აბაშამ ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალს, "ლეგენდა მარტვილზე" უმასპინძლა

აბაშამ ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალს, "ლეგენდა მარტვილზე" უმასპინძლა

7 საათის წინ

ფესტივალი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან, მდინარე აბაშის ხიდის მარცხენა მხარეს, უფასო მუნიციპალურ საზაფხულო დასასვენებელ ადგილას გაიმართა, რომელიც აბაშის მერის ლევან მაკალათიას ინიციატივით მოეწყო. ფესტივალში...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072