კახა კალაძე: ჩვენ პროფესიონალებით გაძლიერებული განახლებული ქმედითი გუნდი ვართ!

კახა კალაძე: ჩვენ პროფესიონალებით გაძლიერებული განახლებული ქმედითი გუნდი ვართ!

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ დაწყებული საქმე უნდა გააგრძელოს და ახლა მათი მიზანი ცივილიზებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დაკვიდრებაა. ამის შესახებ კალაძემ მთაწმინდის პარკში განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრმა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარების კანდიდატები უნდა დაასახელოს. 

"ახლა დაწყებული საქმის სწრაფი გაგრძელების დროა, ცხოვრების ევროპულ სტანდარტზე გადაყვანის დროა, წინსვლის დროა! ჩემო მეგობრებო, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაამტკიცა, რომ ხალხზე მზრუნველი ადამიანური ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ჩვენი გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანებაა, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქვეყნის მომავლის შექმნა მხოლოდ ერთიან, თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია.

მეგობრებო, ჩვენი გზა ევროპული გზაა, ჩვენი მიზანი  ცივილიზებულ სამყაროში ღისეული ადგილის დამკვიდრებაა, იმ კანონის უზენაესობაა, რომელიც, საბოლოოდ, ქვეყნის წინაშე ჩადენილ არცერთ დანაშაულს დატოვებს უპასუხოდ!

ჩვენ რადიკალი ლიდერების დრო სამუდამოდ ჩავაბარეთ წარსულს და გზა გაწონასწორებულ, გონიერ, ჰუმანურ და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობას გავუხსენით!

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მხოლოდ ხალხთან ერთად და არა მისგან იზოლირებით შეიძლება რეალური დემოკრატიის შენება! ჩვენ ყველას შევახსენეთ, რომ ხალხის მიერ დასაქმებული მთავრობის უპირველესი მოვალეობა იმავე ხალხის საჭიროებების გაგება, მათზე ზრუნვა და მისთვის განვითარების შესაძლებლობების მიცემაა! და ჩვენ ვქმნით ასეთ შესაძლებლობებს!

ჩვენ ვართ პროფესიონალებით გაძლიერებული განახლებული ქმედითი გუნდი პროგრესული ხედვით, მოქმედების ზუსტი გეგმით და თანამედროვე მიდგომების მქონე პრინციპული ლიდერით!  ჩვენი ძალა  თქვენს ნდობაშია, ჩვენი უფლება თქვენს არჩევანშია! სწორედ თქვენი ნდობა და არჩევანია ჩვენი ძალაუფლების წყარო! მჯერა, ჩვენ ყველა გავხდებით იმ სწრაფი სვლის მონაწილე, რომელიც კეთილდღეობას თითოეული ჩვენგანის ოჯახში შემოიტანს ! თბილისს გაუმარჯოს! ჩვენს ერთობას გაუმარჯოს!საქართველოს გაუმარჯოს!"-განაცხადა კახა კალაძემ. 

სირიამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

სირიამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

58 წუთის წინ

მათ შორის მოლაპარაკებები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ დელეგაციის სირიაში ვიზიტის დროს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების დროს მინისტრებმა რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე, ვალიდ...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080