დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მესტიაში ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შეხვედრის მიზანს სამინისტროს საქმიანობისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენდა. დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ.  სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. 

მსგავსი შეხვედრები, სამინისტროს ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.

7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის  თბილისი“ ჩატარდება

7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ჩატარდება

36 წუთის წინ

ფესტივალის პროგრამა, დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ კახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს. სოფიო ხუნწარიას...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452