სამეგრელოში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო "GEO FOOD" გაიხსნა

სამეგრელოში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო "GEO FOOD" გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო "GEO FOOD" გაიხსნა. ქარხნის ასაშენებლად ინვესტიცია ლატვიელმა ინვესტორებმა ჩადეს (ნაურის ზდანოვსკი, გადძიუს რაიტის, თენგიზ ვადაქარია (წარმოშობით ნარაზენიდანაა).

ამ ეტაპისთვის განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა 450 ათას ლარს შეადგენს. იგეგმება დამატებითი ინვესტიციის მოზიდვაც. ინვესტორებს თხილის გული ექსპორტზე ლატვიასა და ლიტვაში გააქვთ.

თხილის ქარხანაში პირველ ეტაპზე დასაქმებულია 45 ადგილობრივი, სეზონზე იგეგმება სამუშაო ადგილების ზრდა. გახსნის ცერემონიალს ლატვილ ინვესტორებთან ერთად ლატვიის სეიმის ვიცე-სპიკერი გუნდარს დაუდზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ლატვიის ეჩის მოვალეობის შემსრულებელი იანის სილი დაესწრნენ.

ბახტაძე: ყველას გილოცავთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან - დამოუკიდებლობის დღეს

ბახტაძე: ყველას გილოცავთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან - დამოუკიდებლობის დღეს

47 წუთის წინ

"მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღე-26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე! ზუსტად 100 წელი გავიდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. გისურვებთ ერთიან, დემოკრატიულ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237