რომან გოცირიძე: მიმოიხეოდოს ქუმსიშვილმა თავის კაბინეტში, რა უდევს არაიმპორტირებული?

რომან გოცირიძე: მიმოიხეოდოს ქუმსიშვილმა თავის კაბინეტში, რა უდევს არაიმპორტირებული?

"ეკონომიკის მინისტრმა, გაიხედოს, გამოიხედოს თავის კაბინეტში და წარმოიდგინოს, რა უდევს მას არაიმპორტირებული დაწყებული მისი შარვლითა და კოსტუმით, დამთავრებული სკამებით",- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას განაცახადა. 

მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში საქართველო სულ მცირე 2 მილიარდი დოლარით გაღარიბდა და ამას ყველა კარგად გრძნობს. 

"ამ ოთხი წლის განმავლობაში საქართველო გაღარიბდა, სულ მცირე 2 მილიარდი დოლარით. საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი წელს არის 2 მილიარდით ნაკლები, ვიდრე იყო 2012 წელს. ეს არის მთავარი მაჩვენებელი. ამით ისაზღვრება, როგორც მსოფლიო ბანკის, ასევე სავალუტო ფონდის მიერ მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა. ეს არის სხვა ქვეყნებათან შესადარი მაჩვენებელი. მთავარი მსოფლიოში განმსაზღვრელი ეკონომიკური მაჩვენებლით ჩვენ 2 მილიარდით უკან ვართ, ვიდრე ვიყავით 2012 წელს. 

ეკონომიკის მინისტრმა, გაიხედოს, გამოიხედოს თავის კაბინეტში და წარმოიდგინოს, რა უდევს მას არაიმპორტირებული დაწყებული მისი შარვლითა და კოსტუმით, დამთავრებული სკამებით. მეც ვუყურებ ახლა და წარმოვიდგინე, რა არის არაშემოტანილი. თუ დღეს მე მაქვს 1000 ლარი, რაიმეს ყიდვას ვაპირებ, ეს 1000 ლარი როდის იყო უფრო ძლიერი? დღეს, თუ ოთხი წლის წინ?",- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ექსპორტმა 1 მილიარდით იკლო, რაც გოცირიძის განმარტებით ქვეყანაში ერთი მილიარდი დოლარის არშემოსვლას ნიშნავს. 

საქართველოდან უამრავი ადამიანი გადის. ხარჯავს ფულს უცხოეთში, სამკურნალოდ მიდიან, დასასვენებლად მიდიან, სხვადასხვა ბიზნეს საქმეზე მიდიან. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში მოსახლეობას, 500 ათას ოჯახს ვალები აქვს დოლარში. ამიტომ მისი შემოსავალი ფაქტობრივად იკარგება ვალების მოსმახურებაზე. ის ბანკს უხდის უცხოური ვალუტით და შემდეგ ბანკს ეს ფული გააქვს გარეთ, ვინაიდან სესხები უცხოური ვალუტით აქვს აღებული. 

სტატისტიკის გარდა არსებობს უამრავი სხვა მეთოდი. არსებობს გამოკითხვები, ადამიანის პირადი შეგრძნება და აღიარება. ყველა ამბობს, რომ ხალხი გაღარიბდა. ამას ამტკიცებს ასევე ირიბი მაჩვენებლები. 

საქართველოში ექსპორტმა იკლო ერთი მილიარდით. ეს იმას ნიშნავს, რომ არ შემოვიდა ერთი მილიარდი დოლარი, არ შეიქმნა სამუშაო ადგილები, არ მიიღეს ფული იმ ადამიანებნა, ვინც ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებით საკუთარი ცხოვრების დონეს იმაღლებდა",- განაცხადა გოცირიძემ. 

კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის  საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

13 წუთის წინ

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიული და მეგობრული ურთიერთობები  და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.  ყურადღება გამახვილდა  საქართველოსა და ბელარუსს შორის მზარდ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. შეხვედრაზე...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273