პრემიერი: IFC-ი საქართველოს დაეხმარება გახდეს ენერგეტიკული ცენტრი რეგიონში

პრემიერი: IFC-ი საქართველოს დაეხმარება გახდეს ენერგეტიკული ცენტრი რეგიონში

კერძო სექტორის მდგრადი განვითარება, ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის წახალისების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და IFC-ის ვიცე-პრეზიდენტის, კარინ ფინკელსტონის შეხვედრაზე. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის თემებზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიის თანახმად, IFC–ი ხელს უწყობს საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის გამოყენებას, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობას, კერძო სექტორის მდგრად განვითარებას ვაჭრობისა და ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის წახალისების გზით, აგრობიზნესის პროდუქტიულობის ზრდას და სურსათის უვნებლობას.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, IFC-ის დაფინანსება და საკონსულტაციო მომსახურება დაეხმარება საქართველოს გახდეს ენერგეტიკული და ლოჯისტიკური ცენტრი რეგიონში.

შუახევის ჰიდროელექტროსადგურის პროექტში IFC-ის მიერ სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან მოზიდული დაფინანსება საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის პროექტში აქამდე განხორციელებულ უდიდეს კერძო ინვესტიციას წარმოადგენს. ამ პროექტისთვის IFC-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება საერთო ჯამში 104 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სამხრეთ კავკასიაში IFC-ის ახალი რეგიონული მენეჯერი იან ვან ბილსენი წარუდგინა. პრემიერ-მინისტრმა წარმატება უსურვა მას სამომავლო საქმიანობაში.

საქართველო IFC-ის წევრი და აქციონერი 1995 წელს გახდა.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

23 საათის წინ

სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი, რომელსაც დღესასწაულის მონაწილეები სტუმრობენ და ათვალიერებენ. აქსის თაუერსი თბილისის მომავლის სახეა და ნათლად აჩვენებს, თუ როგორი იქნება, სწორი დეველოპმენტის განხორციელების შემთხვევაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237