კორსიკელი ნაციონალისტები ''ისლამურ სახელმწიფოს'' ბრძოლას უცხადებენ

კორსიკელი ნაციონალისტები ''ისლამურ სახელმწიფოს'' ბრძოლას უცხადებენ

კორსიკელი ნაციონალისტები საფრანგეთში მომხდარ ტერაქტების სერიას პირველად გამოეხმაურნენ და დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ბრძოლა გამოუცხადეს. განცხადება გაზეთ Corse Matin-ის ვებგვერდზე გავრცელდა.

მიმართვა კორსიკის გათავისუფლების არმიის ნაციონალური ფრონტის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. ორგანიზაცია 80-იან წლებში ტერორისტულ ფორმირებად იყო მიჩნეული.

გავრცელებულ განცხადებაში, ისინი კორსიკაზე მცხოვრებ მუსლიმებს მოუწოდებენ „ფანატიკოს ისლამისტებს" შეეწინააღმდეგონ. მიმართვაში ისინი იმუქრებიან, რომ კორსიკაზე ნებისმიერ შეტევის მცდლობას ისინი უდიდესი შეტევით უპასუხებენ.

"აშკარაა, რომ სალაფიტების სურვილია, ჩვენი პოლიტიკა შეიცვალოს. შუასაუკუნეების ფილოსოფიის არ გვეშინია ", - აცხადებენ წერილის ავტორები.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საფრანგეთში, რამდენიმე მასშტაბური ტერაქტი მოხდა. მიმდინარე წლის ივლისში, ქვეყანაში ორი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

14 ივლისს ქალაქ ნიცაში, რომელიც კანიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ბოლო მონაცემებით, ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა. ფრანსუა ოლანდის თქმით, მსხვერპლთა შორის ბევრი ბავშვი და უცხოელია. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ექსტრემისტებმა დასავლური ღირებულებები ხელყვეს და მათ წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

13 წუთის წინ

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ჯოშუა ჰოლტი ვენესუელაში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. თეთრ სახლში იგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. თეთრ სახლში, 26 წლის ჰოლტი მეუღლე თამარასთან ერთად მივიდა,რომელიც ვენესუელის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237