ლიბერთი ბანკმა ქუთაისში განახლებული რეგიონული ფილიალი გახსნა

ლიბერთი ბანკმა ქუთაისში განახლებული რეგიონული ფილიალი გახსნა

ლიბერთი ბანკმა ქუთაისში განახლებული რეგიონული ფილიალი გახსნა. ახალი ფილიალი ყოველთვიურად 15,000-ზე მეტ მომხმარებელს სრული საბანკო სერვისით მოემსახურება. ბანკში განთავსებულია ასევე ბანკომატები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ოპერატორთან ვიზიტის გარეშე შეუძლია, მათ შორის სესხის აღება, სესხის დაფარვა, ანგარიშზე თანხის შეტანა, ფულადი გზავნილის გაგზავნა, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა. რეგიონული ფილიალის გარდა, ლიბერთი ბანკი ქ. ქუთაისში 13 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი.

საქართველოს მასშტაბით, ლიბერთი ბანკს მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს, რაც 660-ზე მეტ მომსახურების წერტილს აერთიანებს. ლიბერთი ბანკი მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა არხებს სთავაზობს, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ბანკში მიუსვლელადაც შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ამჟამად, ლიბერთი ბანკი 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

საკონტაქტო პირი:
დოდო ბოჭორიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
595 511 511
www.LibertyBank.ge

ჭიღვარია: თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს

ჭიღვარია: თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს

2 წუთის წინ

ქუთაისში თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია სამუშაო პროცესს მოადგილე იუზა უგულავასთან ერთად გაეცნო. ამ ეტაპზე ქუჩაზე სადენებისა და საკომუნიკაციო ქსელების მიწის ქვეშ განთავსება...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040