მამუკა კუდავა მთავრობას: გვაჩვენეთ, რომ ანგარიშები მხოლოდ ლარში გაქვთ გახსნილი

მამუკა კუდავა მთავრობას: გვაჩვენეთ, რომ ანგარიშები მხოლოდ ლარში გაქვთ გახსნილი

"არც პასუხისმგებლური და არც ეკონომიკაში ჩაუხედავი ადამიანი არ შეინახავს ფულს ლარში,ლარი არაა სტაბილური, მათ შორის თქვენი არაკვალიფიციური ეკონომიკური პოლიტიკის გამო", - ასე ეხმაურება ხელისუფლებაში გაკეთებულ განცხადებებს ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის"  საგარეო პოლიტიკური მდივანი მამუკა კუდავა.

ის მთავრობას მოუწოდებს, რომ საზოგადოებას აჩვენოს ანგარიშები, რომელიც მხოლოდ ლარში აქვს გახსნილი. 

"ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით,მთავრობავ, ლართან შეჩვევისკენ რომ მოგვიწოდებთ (დედოლარიზაცია. მართლა ასე ფიქრობთ თუ ბრძენ ხალხზე უფრო ბრძენი გგონიათ თავი?

არც პასუხისმგებლური და არც ეკონომიკაში ჩაუხედავი ადამიანი არ შეინახავს ფულს ლარში, თუ აქვს რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ლარი არაა სტაბილური, მათ შორის თქვენი არაკვალიფიციური ეკონომიკური პოლიტიკის გამო.

ან მთავრობამ გვაჩვენოს ანგარიშები რომ მხოლოდ ლარში აქვთ, ან მორჩნენ მუდმივად პოპულიზმს.

თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ კიდევ, გამოსავალი მარტივია: ლარის მიბმა დოლარზე. ამ შემთხვევაში ლარის შენახვა იგივე დოლარის შენახვა იქნება", - წერს მამუკა კუდავა Facebook-ში.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში დედოლარიზაციაზე ისაუბრა. გვენეტაძის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იზიარებს. გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გვენეტაძის განცხადებას დედოლარიზაციასთან დაკავშირებით ეთანხმება.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

22 ივნისი, 2018

ვენახებში ძირითადად გაშენებულია საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნები, ასევე ისეთი  იშვიათი ყურძნის ჯიშები, როგორიცაა ქისი, ხიხვი, კრახუნა, ციცქა, უსახელოური, შარდონე და კახური მწვანე. საქართველოს ბანკისა და "მეღვინეობა ვაზიანის"...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207