საერთაშორისო საზოგადოება საფრანგეთის ტერაქტს გმობს

საერთაშორისო საზოგადოება საფრანგეთის ტერაქტს გმობს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ნიცას ტერაქტს ეხმაურება და წერს, რომ ევროკავშირი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.

"ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ევროკავშირის შიგნით და მის გარეთ გავაგრძელებთ. ჩვენი გადაწყვეტილება შესაძლოა მხოლოდ ერთიანობით იქნას მიღწეული, "- წერს ჟან კლოდ იუნკერი.

თავის მხრივ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპა საფრანგეთის მთავრობისა და ხალხის გვერდით დგას.

„ეს ტრაგიკული პარადოქსია. თავდასხმა მოხდა ადამიანებზე, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას ზეიმობდნენ. ჩვენ გარდაცვლილთა ოჯახების გვერდით ვდგავართ. ასე მხარს ვუჭერთ მთავრობას ძალადობისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“,-განაცხადა დონალდ ტუსკმა.  

ფრანგი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა შეეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმაც. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიცაში განხორციელებულ თავდასხმას თავზარდამცემი ტერაქტი უწოდა. პრეზიდენტმა ფრანგ ხალხს თანადგომა აღუთქვა და ხელისუფლებას ტერორისტების ძებნის ოპერაციაში დახმარება შესთავაზა.

შეგახენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ბასტილიის აღების დღის აღნიშვნის საზეიმო მსვლელობისას, სატვირთო ავტომობილი დემონსტრანტებს დაახლოებით 60-70 კილომეტრი საათი სიჩქარით შეეჯახა. სამართალდამცავები მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებენ. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 84 ადამიანი.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

19 წუთის წინ

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ჯოშუა ჰოლტი ვენესუელაში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. თეთრ სახლში იგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. თეთრ სახლში, 26 წლის ჰოლტი მეუღლე თამარასთან ერთად მივიდა,რომელიც ვენესუელის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237