112-ის SMS და ვიდეო ზარის ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის ამოქმედდა

112-ის SMS და ვიდეო ზარის ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის ამოქმედდა

დღეიდან 112-ის SMS და ვიდეო ზარის ახალი უფასო სერვისი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის, 27 მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში ამოქმედდება.

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. 27 მარტიდან სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge ან 112-ში სატელეფონო ზარის განხორციელებით.სარეგისტრაციო მონაცემები დაცულია ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, ექნებათ შესაძლებლობა, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს.

გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება გადაეცემა: სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციას და სახანძრო/სამაშველო სამსახურს ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.

კობახიძე: მნიშვნელოვანია,რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში

კობახიძე: მნიშვნელოვანია,რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში

7 წუთის წინ

ირაკლი კობახიძემ გარბენში შვილთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. “ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაცია ჩვენ ქალაქში, ჩვენ ქვეყანაში და დიდი სიხარული ვუერთდებით და...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207