პრეზიდენტი: "სასამართლოზე ზურგის შექცევა, სახელმწიფოებრიობაზე ზურგის შექცევას ნიშნავს"

პრეზიდენტი: "სასამართლოზე ზურგის შექცევა, სახელმწიფოებრიობაზე ზურგის შექცევას ნიშნავს"

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" გადაცემა "ბარიერში" განაცხადა, რომ ე.წ. "კაბელების საქმეზე" მჯავრდებულების შეწყალებაზე მხოლოდ თბილისის სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შეიძლება საუბარი.   

"ე.წ. "კაბელების საქმეზე" აპელაციისა და კასაციის პროცესები გასავლელია. კი არსებობს კითხვის ნიშნები ქართულ სასამართლოსთან მიმართებაში, მაგრამ პასუხი რა არის. ქართული სასამართლო საერთოდ გავაუქმოთ და პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ვინ არის სამართლიანად მისჯილი და ვინ არა?! აი ასეთი საბავშვო ბაღური მიდგომა... თუ არსებობს რაიმე კითხვები სასამართლოსთან მიმართებაში, პოლიტიკოსები უნდა შევეცადოთ სისტემის რეფორმირებას და უკეთესი მოსამართლეების მეშვეობით ამ სისტემის გჯანსაღებას.

იგივეს ვიტყვი "კაბელების საქმეზე", რაც მერაბიშვილის საქმეზე ვთქვი, რადგან სასამართლოზე ზურგის შექცევა, სახელმწიფოებრიობაზე ზურგის შექცევას ნიშნავს.

ბუნებრივია, მე ყველა მსჯავრდებულის შეწყალების საკითხს განვიხილავ, მაგრამ კონტექსტი დავინახოთ. მე ნათლად ვთქვი, ეს საქმე განხილული იქნას სასამართლოს ყველა ინსტანციაში და მერე შეიძლება ამაზე იმსჯელო", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის  თბილისი“ ჩატარდება

7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ჩატარდება

42 წუთის წინ

ფესტივალის პროგრამა, დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ კახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს. სოფიო ხუნწარიას...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452