გრიგოლ გოგელია: "საზმაუს" ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის პროფესიონალიზმის

გრიგოლ გოგელია: "საზმაუს" ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის პროფესიონალიზმის

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმატებული მაუწყებლობის ერთ-ერთი ინდიკატორია რეიტინგი და არა ერთადერთი. მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი ციფრებია "მოამბესთან" დაკავშირებით. თუ 2015 წელს 9% გვენდობოდა,  მეტნაკლებად გვენდობოდა 57%, 32% კი - არა. წელს ეს მაჩვენებლი შეცვლილია. 2016 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 53% გვენდობა. 32% მეტნაკლებად, მხოლოდ 8% არ გვენდობა, - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა, გრიგოლ გოგელიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"შესაბამისად, ჩვენი რეტინგის ზრდა არის 2.7%-დან, ამჟამად, გვაქვს 9.2% . ეს ყველაფერი ბოლომდე არაა მიყვანილი. ცვლილებას უნდა დრო. უნდა შეიცვალოს კულტურა, თანამშრომლების ჩართულობა. 

იმედია, 2015 წელს დაწყებული რეფორმა 2016 წელს ბოლომდე მივა. რა თქმა უნდა, ჩვენი პრობლემები ულევია, მათ შორის ხარისხთან დაკავშირებით. ასევე პროფესიონალიზმთან დაკავშირებითაც არსებობს პრობლემები სამწუხაროდ,“ - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

12 საათის წინ

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080