ფედერიკა მოგერინი: საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა, ველით გადაწყვეტილებას

ფედერიკა მოგერინი: საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა, ველით გადაწყვეტილებას

„ორშაბათს, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოს სახელით, მე მაქსიმალურად მკაფიოდ დავაფიქსირე აზრი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ. საქართველომ შესანიშნავად შეასრულა თავისი სამუშაო. ახლა გადაწყვეტილება საბჭოზეა, კომისიის მხრიდან კი არსებობს მკაფიო რეკომენდაცია. საქართველოს მხრიდან ყველა მოთხოვნა შესრულებულია და ეხლა ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას“ - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ „საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალზე გააკეთა.

ფედერიკა მოგერინიმ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, და საგარეო საქმეთა მინისტრთან არსებული შესანიშნავი პარტნიორობა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოსთან არჩევნების შემდეგაც ისეთივე კარგი იქნება როგორც არჩევნებამდე იყო.

ხელმოწერის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც მიხეილ ჯანელიძემ და ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

სირიამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

სირიამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

56 წუთის წინ

მათ შორის მოლაპარაკებები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ დელეგაციის სირიაში ვიზიტის დროს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების დროს მინისტრებმა რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე, ვალიდ...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080