პროექტმა "კინო სკოლაში“ CREATIVE EUROPE-ს დაფინანსება მოიპოვა

პროექტმა "კინო სკოლაში“ CREATIVE EUROPE-ს დაფინანსება მოიპოვა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტმა "კინო სკოლაში“, ევროკავშირის პროგრამის “Creative Europe”–ს დაფინანსება მიიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა“ ფარგლებში გამოყოფილი 50.000-მდე ევრო პროექტის "კინოს კოლაში“ ვებ-პორტალის შემნას მოხმარდება, სადაც სასწავლო მასალები და ონლაინ ფილმების კატალოგი განთავსდება. ასევე პროექტის ფარგლებში, კინოცენტრს მსოფლიო კინოშედევრებზე ექნება წვდომა და ქართული ფილმების განთავსების შესაძლებლობა ამავე პორტალზე შეეძლება.

კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტი "კინო სკოლაში“ უკვე მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამა მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 445 სკოლაში უკვე გაიმართა 6854 კინოჩვენება, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში: შუაფხო, ღები, განმუხური, კოკი, რუხი, პანკისის ხეობა, ერგნეთი, კნოლევი.

პროექტის "კინო სკოლაში“ მომდევნო ეტაპი 2016 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება და 2018 წლის იანვრამდე გაგრძელდება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველი იყო, რომელიც ევროკავშირის პროგრამის - "შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe) წევრი გახდა. 2015 წლის 24 თებერვალს, ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, კულტურის სფეროში დასაქმებულ ქართულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კულტურისა და მედიის ქვეპროგრამებით გამოცხადებულ კონკურსებში და მოიპოვონ დაფინანსება ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.

Creative Europe („შემოქმედებითი ევროპა“) ევროკავშირის 6-წლიანი პროგრამაა, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა.

პროგრამაში - "შემოქმედებითი ევროპა“, მონაწილეობის მიღება შეუძლია კულტურის სფეროში დასაქმებულ ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნიან პროექტებს კულტურისა და მულტიმედიის სფეროში. “Creative Europe”-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 6 წლის განმავლობაში (2014-2020 წწ-ში) კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 24 ივნისს, 13:00 საათზე კულტურის სამინისტროში  პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი კოტე ჩლაიძე გაუძღვებიან.

ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი კონცერტის დაწყებამდე ქართულ მედიას შეხვდება

ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი კონცერტის დაწყებამდე ქართულ მედიას შეხვდება

18 საათის წინ

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ბლანტი პირველი სოლო მომღერალია, რომელიც Black Pearl Live  მოწვევითა და ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად ამ დღისთვის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება  და ფესტივალში "დამოუკიდებლობის დღე" მიიღებს მონაწილეობას...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237