ირაკლი სესიაშვილი: წარსულმა გვასწავლა, როგორ არ უნდა ვიცხოვროთ

ირაკლი სესიაშვილი: წარსულმა გვასწავლა, როგორ არ უნდა ვიცხოვროთ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა ”არჩევანში” კორცხელში მომხდარ ინციდენტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ის ცალმხრივი არ არის.

"პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ ეს არჩევნები ჩავატაროთ მშვიდობიან რეჟიმში. უარი ვთქვით იმ ძალადობაზე, რომლის შემსწრეც ვიყავით მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ყვეკაფერი კეთდება, რომ მსგავს ინციდენტებზე მოვახდინოთ რეაგირება. 

თუმცა, ჩემთვის სატირაა, როდესაც თქვენს გადაცემაში წინა პოლიტიკოსები გამოვიდნენ, რომელთათვის ხელისუფლების შენარჩუნების მექანიზმი იყო ძალადობა. ჩვენი ოპონენტები არეულები არიან ფორმებსა და მასშტაბებში. მეტიც, მათ კარგად იციან, რომ ეს ძალადობა არ არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და მაქსიმალურად ვცდილობთ, აგრესია დავამშვიდოთ. 

ძალადობა ორმხრივი აქტია. ვხედავ პილიტიკურ ძალებს, რომელიც პროვოკაციით ცდილობს შეიქმნას ჩაგრულის შთაბეჭდილება. მე წარსული არ მაინტერესებს. წარსულმა გვასწავლა, როგორ არ უნდა ვიცხოვროთ", - განაცხადა სესიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

17 წუთის წინ

მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ვიზიტისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საუკუნოვანი ისტორია აღინიშნება პირველი დემოკრატიული...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237