ტყიბულში ბუნებრივ გაზს 5000  ოჯახი მიიღებს

ტყიბულში ბუნებრივ გაზს 5000 ოჯახი მიიღებს

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონაძე და “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე ქალაქი ტყიბულის გაზიფიცირების სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებას დაესწრნენ. 

ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს. გაზიფიცირების პირველ ეტაპზე, ქალაქ ტყიბულში 900 მ სიგრძის დაბალი წნევის გაზსადენი აშენდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარებას 140 ოჯახი შეძლებს. ქალაქ ტყიბულში გაზიფიცირების პირველ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ შეასრულა.

დღეისათვის კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით, სამონტაჟო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. ასევე, მიმდინარეობს ტყიბულის გაზიფიცირების მეორე ეტაპიც.

სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება, რის შედეგადაც ბუნებრივი გაზის მიღების შესაძლებლობა დამატებით 5 ათასამდე ოჯახს მიეცემა. ამასთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შეყვანას შეღავათაინი პირობებით სთავაზობენ. მოსახლეობას ბუნებრივი აირის ქსლში ჩართვის ღირებულების გადახდა ყოველთვიური 25 ლარიანი შენატანით შეუძლია.

ჩინეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

1 საათის წინ

"ჩინეთის მთავრობის, ჩინელი ხალხის და ჩემი სახელით მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს. საქართველო ჩინეთის ტრადიციული მეგობარი და პარტნიორია. ბოლო...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054