ბათუმში საინვესტიციო პოლიტიკაზე კონფერენცია გაიმართა

ბათუმში საინვესტიციო პოლიტიკაზე კონფერენცია გაიმართა

კონფერენციაზე საუბარი ინვესტიციების სტიმულირების გზებს, ამ სფეროში ხელისშემშლელი ბარიერების აღმოფხვრას, საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის შექმნას და ინვესტიციების შენარჩუნების სტრატეგიის შემუშავებას შეეხო. მას 20 ქვეყნის დელეგატი ესწრებოდა.

კონფერენცია მსოფლიო ბანკისა და IFC-ის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე ერთობლივი ჯგუფის საქმიანობის ნაწილია, რომელიც დახმარებას უწევს ქვეყნებს მარტივი, ეფექტიანი და ბიზნესზე მორგებული რეგულაციების შემუშავებაში, რათა ხელი შეუწყონ კერძო სექტორის ზრდას და ამავდროულად დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის პროექტი, დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში რეგულაციების ეფექტიანობის ამაღლებით სამ სფეროში, ესენია: საგადასახადო, სავაჭრო ლოგისტიკა და საინვესტიციო პოლიტიკა.

პროექტი, ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსა და კომპანია BP-ს და ნავთობისა და გაზის პროექტებში მისი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

2015 ფინანსურ წელს IFC-მ მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში თითქმის 18 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩადო.


 

მეორე დღეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

მეორე დღეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

6 წუთის წინ

გურჯაანის მუნიციპლაიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო მძიმე ტექნიკა უკვე მობილიზებულია და სამუშაოები დღეს დაიწყება.  "როგორც კი პირველადი გზა გვექნება, სოფელ ჭერემის მოსახლეობას...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186