აშშ-ში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვიტანილს ყოფილი მეუღლე ''გაუწონასწორებელს" უწოდებს

აშშ-ში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვიტანილს ყოფილი მეუღლე ''გაუწონასწორებელს" უწოდებს

ორლანდოში, ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 29 წლის ომარ მატინის ყოფილმა მეუღლემ გამოცემა Washington Post-თან ინტერვიუში მათი თანაცხოვრების დეტალებზე ისაუბრა და მატინს „გაუწონასწორებელი“ პიროვნება უწოდა.

ცოლმა ანონიმურობის დაცვის გარანტიით განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს რვა წლის წინ შეხვდნენ. მისი თქმით, თავპირველად მატინი ჩვეულებრივი პიროვნება იყო, მაგრამ შემდეგ "სასტიკი" გახდა. თავდამსხმელის ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ მას მატინი ხშირად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

"როცა სახლში მოდიოდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდა. მაგალითად, მცემდა იმის გამო, რომ საქმე ვერ დავასრულე", - განმარტა მან.

ქალმა ასევე განაცხადა, რომ მისი ოჯახი წარმოშობით ავღანეთიდანაა, მაგრამ მატინი ნიუ-იორკში დაიბადა. 2007 წელს მან სახელმწიფო კოლეჯი დაამთავრა და კერძო დაცვის სამსახურის ერთ-ერთ კომპანია G4S-ში მუშაობდა.

ყოფილი მეუღლის განცხადებით, მატინს მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, თუმცა ოფიციალურად იარაღის ტარების ნებართვა არ გააჩნდა. მან დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილ ომარ მატინთან ქორწინება მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა.

ამასთან, მატინის ყოფილი მეუღლის მშობლებისთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ ის მეუღლეს სცემდა. მშობლები განქორწინებას დაჟინებით მოითხოვდნენ. წყვილი ოფიციალურად 2011 წელს განქორწინდა. თავად მატინის მეგობარი გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ის მეგობარს დაახლოებით სამი კვირის წინ ესაუბრა, თუმცა თავდასხმის თაობაზე არაფერი უთქვამს.

ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

4 წუთის წინ

ესტონელი სამხედროების განცხადებით, ინციდენტი 16 ივლისს მოხდა. თვითმფრინავები ქვეყნის ტერიტორიის საჰაერო სივრცეში დაახლოებით წუთი იმყოფებოდნენ. აღნიშნული შემთხვევის გამო, ესტონეთმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა. "დღეს საგარეო საქმეთა...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052