გაერო: მსოფლიოში ეკოლოგიური დანაშაული მკვეთრად  იზრდება

გაერო: მსოფლიოში ეკოლოგიური დანაშაული მკვეთრად იზრდება

მსოფლიოში ეკოლოგიური დანაშაული მკვეთრად იზრდება. აღნიშნულის შესახებ გაეროსა და ინტერპოლის მიერ ერთობლივად მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ანალოგიური დანაშაული ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციას ეხება: ტყის გაჩეხვა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, თევზაობა და სხვა საქმიანობა.

დღეს არსებული მონაცემებით, ეკოლოგიური დანაშაულის შედეგად მიყენებული ზარალი 91 მილიარდი დოლარიდან 258 მილიარდ აშშ დოლარამდე მერყეობს. 2014 წელს, ეკოლოგიური დანაშაულისგან მიყენებულმა ზარალმა 70-213 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ეს დანაშაულებრივი ქმედების მეოთხე ყველაზე მასშტაბური სფეროა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის,  ფალსიფიცირებული პროდუქტების წარმოებისა და მონათვაჭრობის შემდგომ.

ამ სფეროში დამნაშავეები მაღალ ანაზღაურებას ღებულობენ და ასეთი დანაშაულის იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია.

გაეროსა და ინტერპოლის შეფასებით, დანაშაულის მატების მიზეზი სამართალდამცავ ორგანოების მოუმზადებლობა და მცირედი თანხაა, რადგან მათი საქმიანობიდან შემოსული თანხა ტერორისტების დასაფინანსებლად გამოიყენება.

ბრიტანელი მილიონერის 15 წლის ქალიშვილი აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩისგან გარდაიცვალა

ბრიტანელი მილიონერის 15 წლის ქალიშვილი აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩისგან გარდაიცვალა

46 წუთის წინ

ექიმების აზრით, ორგანიზმის რეაქცია ქუნჯუთის (ბალახოვანი მცენარე, რომლის თესლისგანაც ზეთს იღებენ - აიპრესი) თესლმა გამოიწვია, რომელიც სენდვიჩის პურის დაბრაწვისას მის ზედაპირზე კი არ იყო მოყრილი, არამედ პურის შიგნით და მისი შემჩნევა...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172