დიმიტრი ქუმსიშვილი: ბიძინა ივანიშვილი დღეს საქართველოში ყველაზე დიდი კერძო ინვესტორია

დიმიტრი ქუმსიშვილი: ბიძინა ივანიშვილი დღეს საქართველოში ყველაზე დიდი კერძო ინვესტორია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, "თანაინვესტირების ფონდი" არერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. როგორც მან ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "პოლიტიკა" განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო ინვესტორია.

"დღეს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არის ყველაზე დიდი კერძო ინვესტორი, რომელიც პიროვნულად ინვესტიციებს ახორციელებს.

თანაინვესტირების ფონდი, რომელიც 2013 წელს შეიქმნა დღეს უკვე დაკონტრაქტებული აქვს 2 მილიარდ დოლარის პროექტები", - განაცხადა ქუმსიშილმა.

მისივე თქმით, მისთვის ერთი ადამიანის დასაქმებაც კი მნიშვნელოვანია.

"თანაინვესტირების ფონდის" პროექტების განხორციელების ფაზაში ჯამურად 17 000 სამუშაო ადგილს ქმნის და 4000 სამუშაო ადგილი შეიქმნება მას შემდეგ რაც ყველა პროექტის განხორციელება დასრულდება და ოპერირებას დაიწყებს. ეს არის ჰესები, მაგალითად, ონიჰესის კასკადი 330 მლნ დოლარის პროექტია, 700 მუდმივი სამუშაო ადგილით, სამშენებლო პროცესში ჩართული იქნება 700 ადამიანი, შემდეგ კი 70; ცხენისწყლის კასკადი არის 723 მლნ დოლარიანი პროექტი, 800 ადამიანია დასაქმებული, 80 კი მუდმივად დასაქმდება; მტკვარი ჰესის პროექტის ღირებულება 128 მლნ დოლარია; სათბურები, რომელიც უკვე გაეშვა 40 მლნ დოლარი ჩაიდო და 108 ადამიანი მუშაობს, 2017 წლისთვის კი 200 ადამიანი იმუშავებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტი ბევრია, ამ პროექტებს შორისაა "გალერეა თბილისი", თბილისის ცენტრალური უნივერმაღის პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში გადაუწყვეტი პრობლემა იყო, იქ 77 მლნ დოლარის ინვესტიციები ხორციელდება, რომელზეც გამალებული მუშაობა მიმდინარეობს, 700 ადამიანი მუშაობს ამ დროისთვის და 500 ადამიანი დასაქმდება პროექტის ფარგლებში.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

23 საათის წინ

სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი, რომელსაც დღესასწაულის მონაწილეები სტუმრობენ და ათვალიერებენ. აქსის თაუერსი თბილისის მომავლის სახეა და ნათლად აჩვენებს, თუ როგორი იქნება, სწორი დეველოპმენტის განხორციელების შემთხვევაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237