ევროკავშირი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს

ევროკავშირი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს

ევროკავშირი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთთან მიმართებაში დამატებითი სანქციები დააწესოს. როგორც გამოცემა Bloomberg-ი იტყობინება, აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის  სხინასმა განაცხადა.

მისი განმარტებით, შესაძლოა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვოს.

"სანქციები შეიძლება გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავის ვალდებულებებს შეასრულებს. მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ მივიღოთ დამატებითი ზომები, რათა გავაფართოვოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მსგავს ქმედებებს არ შეწყვეტს“,-განუცხადა მან ბრიუსელში ჟურნალისტებს.

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, წევრი ქვეყნები სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

"გასულ კვირას, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ლიდერებმა მოსკოვს შეახსენეს, რომ სანქციების ხანგრძლივობა მინსკის ხელშეკრულებების სრულ შესრულებასა და უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემაზეა დამოკიდებული", - განაცხადა მან.

გამოცემა Bloomberg-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ივლისის ბოლოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოქმედების ვადა იწურება. ევროკავშირი მის გაგრძელებას კიდევ ექვსი თვით გეგმავს.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომი უკვე დაიწყო

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომი უკვე დაიწყო

23 წუთის წინ

მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი კონფლიქტი მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას საფრთხეს უქმნის. "ოცეულის ჯგუფიდან“ ყველას ესმის, რომ სავაჭრო ომი რეალობაა და გლობალური ზრდის რისკი არსებობს", - ციტირებს სააგენტო მინისტრის სიტყვებს. საფრანგეთის...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080