#RobbieWilliams-ის შესრულებული "საქართველო, საქართველო" და 40 000-მდე მსმენელის ტაში (ვიდეო)

#RobbieWilliams-ის შესრულებული "საქართველო, საქართველო" და 40 000-მდე მსმენელის ტაში (ვიდეო)

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა თბილისში "დინამო არენაზე" კონცერტი გამართა.

მსოფლიო ვარსკვლავის #RobbieWilliams-ის შოუ "დინამო არენაზე" სააათ-ნახევარი გაგრძელდა, სადაც მომღერალმა საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილი ჰიტები შეასრულა.

40 ათასამდე ქართველი მსმენელისთვის რობი უილიამსმა მამასთან ერთად იმღერა. 

კონცერტის დასრულებლის შემდეგ, მუსიკოსმა ქართული მედიისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა:

"ქართველი მსმენელი იყო სენსაციური და ძალიან გულუხვი. იმის გათვალისწინებით, რომ მე აქ არასოდეს ვყოფილვარ, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ყველას ეცოდინებოდა ჩემი სიმღერების ტესტები.

კონცერტის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ჩავარდნა, მუდმივად იგრძნობოდა აუდიტორიის ენერგეტიკა. ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი ბოლო 7 თვის განმავლობაში და საკმაოდ ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, ქართველი მსმენელი ძალიან დამეხმარა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში.ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას და კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრას“, - აღნიშნა რობი უილიამსმა.

რობი უილიამსმა თიბილისში კონცერტი პროექტის "Check In Georgia"-ს ფარგლებში გაიმართა. 

ფოტოს ავტორი, ჟურნალისტი ლევან კვატაშიძე.

ლონდონელმა მსახიობმა ფოთის თეატრების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

ლონდონელმა მსახიობმა ფოთის თეატრების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

22 ივლისი, 2018

ფოთის რეგიონული თეტრების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი სპექტაკლით "მედეა, გაძევებული" უნდა გახსნილიყო, თუმცა ორგანიზატორების ინფორმაციით, ლონდონელმა მსახიობმა დაუდგენელი მიზეზით, გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ფესტივალში...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080