ინგლისური კლუბის სტადიონს "პროსტატის კიბოს" დაარქმევენ

ინგლისური კლუბის სტადიონს "პროსტატის კიბოს" დაარქმევენ

საფეხბურთო კლუბის „ლუტონ თაუნის“ სტადიონს ერთი დღით, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში „პროსტატის კიბო დიდ ბრიტანეთში“ დაერქმევა.

„ლუთონ თაუნი“ ინგლისური კლუბია, რომელიც რანგით ქვეყნის მეოთხე ჩემპიონატში ასპარეზობს.

სტადიონზე 10 ათასი ადამიანი ეტევა, სწორედ ამდენი ადამიანი იღუპება პროსტატის კიბოთი ყოველწლიურად ქვეყანაში. მსგავსი აქცია, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, პირველად მოხდება.

„ამ იდეას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რაც გასაგებია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი გულშემატკივრები მომავალში დააფასებენ და მხარს დაუჭერენ კლუბს, ამ დაავადებასთან ბრძოლას“ - განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰარი სვიტმა.

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მეორე ტური სრულდება

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მეორე ტური სრულდება

1 საათის წინ

დღეს მეორე ტურის ბოლო 3 თამაში გაიმართება. მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები პანამის დამარცხებას შეეცდება, მატჩი 16:00-ზე დაიწყება. თუ ინგლისელებმა გამარჯვება მოახერხეს ჯგუფში ყველა ინტრიგა კვდება და მერვედფინალში ბელგია და ინგლისი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207