როჯერ ფედერერი საფრანგეთის ღია ჩემპიონატს გამოტოვებს

როჯერ ფედერერი საფრანგეთის ღია ჩემპიონატს გამოტოვებს

მსოფლიოს მესამე ჩოგანი როჯერ ფედერერი ზურგის ტრავმის გამო საფრანგეთის ღია ჩემპიონატს გამოტოვებს, - აღნიშნულის შესახებ იგი თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე წერს.

"სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ საფრანგეთის ღია ჩემპიონატში მონაწილეობას არ მივიღებ. ჩემი ფიკზიკური მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდება, თუმცა არა ბოლომდე. ასე რომ, არ მინდა გავრისკო და მოუმზადებელი გამოვიდე.

ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო, თუმცა მომიწია, რათა დარჩენილი სეზონი და კარიერა საფრთხეში არ ჩავაგდო. კვლავ მოტივირებული ვარ და ჩემი გეგმა, საუკეთესო ფორმაში ჩადგომაა. ბოდიშს ვუხდი ჩემს ფრანგ გულშემატკივრებს და სულმოუთმენლად ველი მინდორზე დაბრუნებას 2017 წელს", - წერს ჩოგბურთელი თავის Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის შვეიცარელ ჩოგბურთელს ზურგის ტრამვა აქვს, რომლის გამოც მან უკვე გამოტოვა მადრიდის ღია ჩემპიონატი (მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა).

ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

45 წუთის წინ

ქართველმა ფალავანმა ფინალისთვის ბრძოლასი მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი ვაზარით დაამარცხა და ფინალში კორეელი გუჰამ ჩოსა და რუს ნიაზ ილიასოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ დრომდე, საქართველოს ნაკრების აქტივში მხოლოდ ერთი...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228