უცხოელი მოხალისე და ადგილობრივი მასწავლებლების ორგანიზებით "მხიარული სტარტები" გაიმართა

უცხოელი მოხალისე და ადგილობრივი მასწავლებლების ორგანიზებით "მხიარული სტარტები" გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის - „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე და ადგილობრივი მასწავლებლების ინიციატივითა და ორგანიზებით, რუსთავის N7 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის თამაშით სწავლების მიზნით „მხიარული სტარტები“ გაიმართა.

მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის ცოდნის დემონსტრირება სხვადასხვა ტიპის სპორტული აქტივობებით მოახდინეს. მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში. აღსანიშნავია, რომ კონკურსში ჩართულნი იყვნენ მშობლებიც. შეჯიბრების დასასრულს გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდი მოხალისე მასწავლებელმა სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

პროგრამა „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ 2011 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია ხელი შეეწყოს სკოლის მოსწავლეებში, მასწავლებლებსა და ადგილობრივ თემში სხვადასხვა უცხოური ენის ცოდნის დონის ამაღლებას და სოციალურ- კულტურული ღირებულებების ურთიერთგაცვლის პროცესს.

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

23 წუთის წინ

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080