"არდის" დაზღვევით თურქეთის წამყვან კლინიკაში მკურნალობა შესაძლებელი ხდება

"არდის" დაზღვევით თურქეთის წამყვან კლინიკაში მკურნალობა შესაძლებელი ხდება

თურქეთის მრავალპროფილიანი კლინიკა ANADOLU სადაზღვევო კომპანია "არდის" პროვაიდერი გახდა, რაც "არდის" დაზღვეულებს თურქეთის კლინიკაში მკურნალობის საშუალებას აძლევს.

აღნიშნულის შესახებ შეთანხმებას სასტუმრო "თბილისი მერიოტში" სადაზღვევო კომპანიისა და კლინიკის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. "არდის" სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა, ეკა ერგემლიძემ თურქეთის კლინიკა ANADOLU-თან თანმშრომლობას უპრეცედენტო უწოდა და “არდის” დაზღვეულთათვის საზღვარგარეთ მკურნალობის ხელმისაწვდომობას გაუსვა ხაზი.

"სადაზღვევო კომპანია "არდი" აფორმებს ხელშეკრულებას თურქეთის წამყვან კლინიკა ANADOLU-თან, რომელიც არის თურქეთში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა სადაზღვევო ბაზარზე და ამიერიდან, "არდის" დაზღვეულს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სამედიცინო მომსახურება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

კლინიკა ANADOLU, ეს არის John Hopkins Medicine-ის ჯგუფი, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით. თანამშრომლობა მოიცავს "არდის" დაზღვეულთა მომსახურებას იმ მიმართულებით, რომელიც ვერ ხორციელდება საქართველოში, ან ნებისმიერი მომსახურება, როდესაც დაზღვეულს სურვილი აქვს, მიიღოს ხარისხიანი მომსახურება საზღვარგარეთ. ვაფართოებთ ჩვენს საერთაშორისო მოღვაწეობას და გვექნება სხვა სიახლეებიც.

იქედან გამოდინარე, რომ თურქეთი ახლოა, არის უვიზო მიმოსვლა და ხელმისაწვდომია საქართველოდან გადაადგილება, გადავწყვიტეთ, ურთიერთობა თურქეთის #1 კლინიკასთან დაგვემყარებინა", - განაცხადა სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა, ეკა ერგემლიძემ. ANADOLU სამედიცინო ცენტრის საერთაშორისო განყოფილების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ლუკა ბოლქვაძემ კლინიკის მაღალი დონისა და პროფესიონალიზმის შესახებ ისაუბრა და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ხელშეკრულების საშუალებით, ისინი მეტი ქართველი პაციენტის დახმარებას შეძლებენ.

"ეს არ არის მხოლოდ თურქული კლინიკა, ეს არის John Hopkins Medicine-ის წარმომადგენლობა თურქეთში; აღმოსავლურ ევროპის მასშტაბით, ყველაზე მაღალტექნოლოგიური და განვითარებული, მაღალკვალიფიციური კლინიკა, რომელიც მსოფლიო ოთხეულშია თავისი დონითა და მომსახურების ხარისხით. მრავალპროფილიან კლინიკაში ხდება ყველა სახის დიაკნოსტიკა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან John Hopkins Medicine-ის წარმოვადგენთ, ჩვენ ვმუშაობთ ონკოლოგიური მიმართულებით.

გვყავს ძალიან ბევრი ქართველი პაციენტი და ვართ ბედნიერები, რომ მომავალში მეტი მსურველის მომსახურებას შევძლებთ", - განაცხადა ANADOLU სამედიცინო ცენტრის საერთაშორისო განყოფილების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლუკა ბოლქვაძემ.

კლინიკის ერთ-ერთმა წამყვანმა ქირურგმა ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდის გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაღალკვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შემდეგ, ზუსტი დიაგნოსტიკის საფუძველზე მიმდინარეობს მკურნალობა ANADOLU-ს კლინიკაში. მისი თქმით, მიღწეული ტექნიკური განვითარების საფუძველზე, მკერდის კიბოს შემთხვევაში, ქალებისათის მკერდის შენარჩუნებას ახერხებენ და ხდება მხოლოდ მეტასტაზის ამოკვეთა.

ქირურგის განცხადებით, კლინიკაში ოპერაციები და მკურნალობა ტარდება ონკოლოგიური დიაგნოსტიკით, ყველა ორგანოზე, გარდა თირკმელისა. სადაზღვევო კომპანია "არდი"-ს და თურქეთის #1 კლინიკა ANADOLU-ს შორის დაწყებული თანამშრომლობა უპრეცედენტო მოვლენაა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე. ეს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს "არდის" ყველა დაზღვეულს საქართველოში, შეძენილი სადაზღვევო ბარათით, ადგილობრივ, საუკეთესო სამედიცინო ჰოსპიტალებთან ერთად, მსოფლიოში წამყვანი უხცოური კლინიკის მომსახურებითაც ისარგებლოს.

ANADOLU ერთადერთ კლინიკაა თურქეთში, რომელიც აფილირებულია John Hopkins Medicine-ის ჯგუფთან, რაც სამედიცინო ხარისხის უმაღლესი გარანტიაა მსოფლიოში.

"არდის" საერთაშორისო სერვისების დეპარტამენტის საშუალებით, ANADOLU-ში მკურნალობის ჩასატარებლად დაზღვეული ზედმეტი ძალისხმევის, სახლიდან გაუსვლელად იღებს შემდეგი სახის გამარტივებულ მომსახურებას: სამედიცინო მომსახურების სრულ ორგანიზებას; დაზღვეულის ინდივიდუალური შემთხვევის დისტანციურ განხილვას ონლაინრეჟიმში; ყველა საჭირო დოკუმენტის მოძიებას საქართველოში სამედიცინო კლინიკებიდან, ლაბორატორიებიდან; ANADOLU-ში ჩასატარებელი მომსახურების დაფინანსებას სადაზღვეო ბარათის პირობებისა და საქართველოში სამედიცინო პროვაიდერების მიერ ანალოგიური მომსახურების განფასების შესაბამისად; ექსკლუზიურ, დამატებით ფასდაკლებას, როგორც "არდის" ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათის ბენეფიციარს - როგორც სადაზღვევო, ისე არასადაზღვევო სერვისებზე.

"არდის" დაზღვეულებს თურქეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ შემდეგი სამედიცინო მომსახურებები დაფინანსებით, ან ფასდაკლებით: ქირურგიული და თერაპიული ჰოსპიტალური მომსახურება ამბულატორია; დაავადებათა პრევენცია; პლასტიკური და კოსმეტიკური ქირურგია; ინ-ვიტრო განყოფილება (IVF); წონის კორექცია და ბარიატრიული ოპერაციები; ასევე ANADOLU-ში მკურნალობის მსურველებისთვის დამატებითი ბენეფიტებია: ექსკლუზიური 50%-იანი ფასდაკლება Turkish Airlines-ის ბილეთებზე; აეროპორტში დახვედრა; უფასო ტრანსფერი აეროპორტიდან კლინიკაში და პირიქით; პერსონალური ქართულენოვანი მენეჯერი ANADOLU-ში.

 აგვისტოში საქართველოში უცხოეთიდან 135 მილიონ 600 ათასი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა

აგვისტოში საქართველოში უცხოეთიდან 135 მილიონ 600 ათასი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა

55 წუთის წინ

2018 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 18 მილიონ 900 ათასი აშშ დოლარი (48 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19 მილიონ 400 ათასი აშშ დოლარისა (46 მილიონ 500 ათასი ლარისა) გასული წლის აგვისტოში. ცხრილში მოცემულია საერთო დადებით სალდოში (116 მილიონ 700...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088