დავით ნარმანია: დემოკრატიულ სახელმწიფოში პროტესტის გამოხატვის საშუალება ყველას აქვს

დავით ნარმანია: დემოკრატიულ სახელმწიფოში პროტესტის გამოხატვის საშუალება ყველას აქვს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გუშინ "პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელების წინააღმდეგ გამართული აქცია შეაფასა. მან განაცხადა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანებმა პროტესტი უნდა გამოხატონ, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი.

"დემოკრატიულ სახელმწიფოში პროტესტისა და უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება ყველას აქვს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი.

ბუნებრივია, უკმაყოფილო ადამიანები იქნებიან, მაგრამ მთავარია, რომ პროტესტი დადგენილი წესით გამოხატონ," - განაცხადა დავით ნარმანია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ არასამათავრობო ორგანიზაციებმა პროექტი "პანორმა თბილისის" წინააღმდეგ აქცია გამართეს, რასაც რამდენიმე აქტივისტის დაკავება მოჰყვა, მათ შორის იყვნენ ალეკო ელისაშვილი და ნატა ფერაძე. ალეკო ელისაშვილი სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა, ნატა ფერაძე კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. 

 

ავტორი: ნათია მაჭარაშვილი

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

33 წუთის წინ

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველო-ისლანდიის თანამშრომლობის საკითხებზე. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ლინგვისტისა და მთარგმნელის, გრიგოლ მაჭავარიანის მოღვაწეობას, რომელსაც განსაკუთრებული...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186