კარლო ლაფერაძე: კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა არ შეჩერდება

კარლო ლაფერაძე: კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა არ შეჩერდება

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე „აიპრესთან“ საუბარში განმარტავს, რომ 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც აუქციონზეა გამოტანილი, იმ ტერიტორიის გვერდით მდებარეობს, სადაც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა დაგეგმილი.

შესაბამისად, ლაფერაძის თქმით, აღნიშნული მონაკვეთის გაყიდვა, კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობის შეჩერებას არ გამოიწვევს.

„ქონება, რაც გამოტანილია გასაყიდად ის არ მოიცავს იმ მონაკვეთს, სადაც დაგეგმილია ე.წ. კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ამ გზის მშენებლობა ხორციელდება, არ გაჩერდება. ამ მიწის გასხვისება არ იქნება და არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის. მონაკვეთი, რომელიც იყიდება, ეს არის გზის მარცხენა მხარე. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია, რომ ამ ნაკვეთის გასხვისება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ან შეიძლება გამორიცხოს, ან შეაფერხოს ამ მაგისტრალის მშენებლობა, ასეთი გარემოება არ არსებობს და ვერც იქნება მომავალში.

იგეგმება, ამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითრების ფარგლებში მოხდეს როგორც მუნიციპალური ტერიტორიების, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიების განვითრება, რაც ესაზღვრება ან ემიჯნება ამ გზას“, - აღნიშნა კარლო ლაფერაძემ.

ამასთან, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა უახლოეს დღეებში გაგრძელდება და დაახლოებით 4-5 თვის ვადაში დასრულდება.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკანორ მელიამ „აიპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ 3 მაისს, აუქციონზე კრწანისი-შინდისის 29 ჰექტარი ტერიტორიის გაყიდვა იგეგმება, სადაც გზის მშენებლობა მიმდინარეობდა.

მისი თქმით, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს მშენებლობა 2 კვირის წინ შეაჩერა და ახლა საკუთრებაში მიაქვს.

ნიკანორ მელიას ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 3 მაისამდე, ამ ტერიტორიის გაყიდვის შეჩერების მოთხოვნით, გამაფრთხილებელ აქციებს გამართავენ.

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

5 საათის წინ

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080