კვაჭანტირაძე: გვჯერა, ევროკავშირის გამოწვევები გავლენას არ იქონიებს ვიზალიბერალიზაციაზე

კვაჭანტირაძე: გვჯერა, ევროკავშირის გამოწვევები გავლენას არ იქონიებს ვიზალიბერალიზაციაზე

ბრიუსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით წარმატებით შესრულებულ ვალდებულებებზე ისაუბრა.

„ჩვენ სრულად გვესმის ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევები აფრიკასა და შუა აღმოსავლეთიდან მიგრანტებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ნამდვილად გვჯერა, რომ ეს ვითარება ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს ევროკავშირი-საქართველოს სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულებაზე. განსაკუთრებით დღეს გვჭირდება რეფორმების განხორციელებისთვის ჩვენი დაუღალავი ძალისხმევების მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროპარლამენტის გადაწყვეტილება შენგენის ზონის განახლებული რეგულაციის მიღებაზე დასრულდება უახლოეს შესაძლო ვადებში“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

თავისი გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ურთიერთკავშირების გაძლიერება.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ენერგო უსაფრთხოების და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის.

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პრიორიტეტულია აღმოსავლეთთან პარტნიორობის გაღრმავება, რომელიც რუსეთის მზარდ პროპაგანდას დაუპირისპირდება.

მან დადებითად შეაფასა აღმოსავლური პარტნიორობის ფორმატში 6 ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა , უკრაინა, ბელორუსია) თანამშრომლობა.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მნიშვნელოვანია იმის გამყარება, რაც უკვე მიღწეულ იქნა, რათა გარანტირებულ იქნეს დემოკრატიულ ინსტიტუტთა სრულყოფილი ფუნქციონირება, სანამ ქვეყანა სარგებლობს პლურალისტული პოლიტიკური და მედია ლანდშაფტით. ესაა აუცილებელი კომპონენტი ქართული დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული არჩევანისთვის“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. 

გაბუნია: დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ეფექტიანად უზრუნველყოფს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შემოთავაზებული ინიციატივების საკანონმდებლო სრულყოფას

გაბუნია: დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ეფექტიანად უზრუნველყოფს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შემოთავაზებული ინიციატივების საკანონმდებლო სრულყოფას

34 წუთის წინ

„დამატებული ღირებულების გადასახადისგან ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების გათავისუფლების შესახებ ინიციატივა არის სწორი და აუცილებლად გასავლელი გზა ეკოლოგიური ვითარების...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054