ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატებული და ჩამორჩენილი მუნიციპალიტეტები დაასახელა

ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატებული და ჩამორჩენილი მუნიციპალიტეტები დაასახელა

ირაკლი ღაიბაშვილმა წარმატებული და ჩამორჩენილი მუნიციპალიტეტები დაასახელა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე 2014 წელი შეაჯამა და წარჩნებული და ჩამორჩენილი მუნიციპალიტეტები დაასახელა, რომლებსაც ბიუჯეტის თანხების სრული ათვისებისკენ მოუწოდა. 

მან ასევე მოუწოდა რეგიონის ადგილობრივ ხელმძღვანელობას გავიდნენ ხალხში და აუხსნან თუ რას საქმიანობს მთავრობა. "მაქსიმალურად იმუშავეთ, გადით ხალხში და აუხსენით  რას ვაკეთებთ. არის ქალაქები და გამგეობები, სადაც ძალიან ეფექტურად იმუშავეს და სრულად ეფექტურად აითვისეს თანხები. მე მინდა გამოვყო რამდენიმე მათგანი. დავიწყებ კახეთიდან - სიღნაღი, გურჯანი, თელავი, დედოფლისწყარო, მათ აქვთ ათვისება 93%-94%-ის ფარგლებში. სამცხე-ჯავახეთში -ახალქალაქი, ახალციხე, ბირჯომი, ადიგენი, სადაც 90%-ის ფარგლებში აქვთ ათვისება გასულ წელს. იმერეთში - ბაღდათის მუნიციპალიტეტი, თერჯოლა, ხონი, საჩხერე, ჭიათურა. ასევე კარგი შესრულება აქვს ქვემო-ქართლში დმანისის, ბოლნისის, წალკის, მარნეულის მუნიციპალიტეტებს. სამეგრელო-ზემო სვანეთში ხობის მუნიციპალიტეტს აქვს 100% შესრულება, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ზუგდიდი. გურიაში - ოზურგეთი, ჩოხატაური. აჭარაში - შუახევი 100%-იანი ათვისება, ხელვაჩაური -99%; ხულო, ქობულეთი, ქედა -98%; შიდა ქართლში მე მინდა გამოვყო კასპის მუნიციპალიტეტი.

დანარჩენ რაიონებს გაქვთ ადაბალი ათვისება. მე მინდა ეს გამოასწოროთ სასწრაფოდ ამ წელს. რაჭა ლეჩხუმში, აქ არის 94 % ათვისება. ამბროლაური 94 %-იანი ათვისება. მცხეთა მთიანეთში 90% ათვისება, თიანეთში 80 % -იანი, დანარჩენებს გაქვთ ჩამორჩენა 70 % -ს ქვევით. ეს არის მაგალითები, რომელიც მე მინდოდა თქვენთვის მომეყვანა."- განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობის შეხვედრა რეგიონის წარმომადგენლებთან  ამ წუთებში "ქორთიართ მარიოტში" დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

პანკისის ხეობაში ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებას ადასტურებენ

პანკისის ხეობაში ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებას ადასტურებენ

16 წუთის წინ

ადგილობრივების ინფორმაციით, წუწაშვილი საქართველოდან გროზნოში აპირებდა გადასვლას, რა დროსაც ის საზღვარზე დააკავეს. "თითქმის ათი დღეა რაც აღარ დაურეკავს ,ბოლოს რომ დაგვეკონტაქტა თქვა,რომ დააკავეს და ორჯონიკიძეში გადაიყვანეს, არ ვიცით...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151