თვითმართველობის წევრი: აუდიტორია 115-ის მოთხოვნები არ ილევა

თვითმართველობის წევრი: აუდიტორია 115-ის მოთხოვნები არ ილევა

„საზოგადოებამ განსაზღვროს სწორია თუ არა საზოგადოების ყურადღების მისაქცევად კორპუსის დაკავება “ - აცხადებს თვითმართველობის წევრი პაატა ბახტურიძე „აიპრესთან“.

„როდესაც შენ გინდა მიიპყრო საზოგადოების ყურადღება ამისთვის მიმართავ სხვადასხვა მეთოდს, ამ შემთხვევაში ამ ადამიანთა ჯგუფის მიერ ეს მეთოდი იქნა არჩეული, შესაბამისად სწორია თუ არა კორპუსის დაკავება ეს განსაზღვროს სზოგადოებამ“,- განაცხადა ბახტურიძემ.

„აიპრესის“ კითხვაზე, როდემდე შეიძლება გაგრძელელდეს საპროტესტო აქციები და არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში აუდიტორია 115-ის წევრებმა კვლავ წამოაყენონ ახალი მოთხონები ბახტურიძემ განაცხადა, რომ აუდიტორია 115-ის წევრების მოთხოვნები არ ილევა.

„რასაც დღეს ვუყურებ, ამ ადამიანების მოთხოვნები არ ილევა. ისეთი ზოგადი ხასიათის მოთხოვნებს აყენებენ შეუძლებელია ჩვეულებრივმა ადამიანმა გაიგოს“, - განაცხადა პაატა ბახტურიძემ.

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

12 საათის წინ

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080