ჩვილის აფთიაქის ღირებულებამ მარტში 191 ლარი შეადგინა

ჩვილის აფთიაქის ღირებულებამ მარტში 191 ლარი შეადგინა

ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორინგის ფარგლებში ფანასკერტელი აფთიაქის სერიის გამოქვეყნებას იწყებს.

ფანასკერტელი აფთიაქი შეისწავლის სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებისათვის საჭირო მედიკამენტებისა და აქსესუარების ღირებულებას და ყოველთვიურ რეჟიმში მიადევნებს თვალს ფასთა ცვლილებას.

ორგანიზაციამ პირველ ეტაპზე გამოიკვლია და გამოაიანგარიშა ჩვილისათვის (1 -3 წლამდე ) აუცილებელი, რეკომენდებული და ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების სია და მათი ფასი.

ჯანდაცვის პლატფორმამ კვლევის ფარგლებში 24 დასახელების მედიკამენტი და ჩვილისათვის საჭირო მოვლის საშუალებების ფასები 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა, რომლის შემდეგაც დადგინდა, რომ მარტის თვეში არსებული ფასების მიხედვით, ჩვილის აფთიაქის ღირებულებამ 191 ლარი შეადგინა.

მედიკამენტების სია და ფასები ასე გამოიყურება: ჩვილის აფთიაქი (1-3 წლამდე)

ჩვილის აფთიაქი (1-3 წლამდე) აქსესუარები:

აბაზანის თერმომეტრი - 6.85ლ, საწოვარა - 5.00ლ, საწოვარიანი ბოთლი - 13.05ლ, ოყნა - 1.53ლ, სიცხის თერმომეტრი - 14.05ლ, მაკრატელი - 11.55ლ;

მოვლის საშუალებები: ყურის ჩხირები (N100) - 2.12ლ, პუდრა - 2.17 (70გ)ლ, საბავშვო კრემი - 7.80ლ, კრემი საფენქვეშა - 4.64ლ, ბამბა - 1.00ლ, სტერილური ბინტი - 0.04ლ, ბრილიანტის მწვანე - 0.30ლ, წყალბადის ზეჟანგი - 1.25ლ, სპირტი - 1.40ლ;

მედიკამენტები: პანადოლი - 8.70ლ, ფენისტილი - 13.31ლ, ვიროფენი - 18.00ლ, გვირილა - 1.48ლ, ვიბურკოლი (სანთლები) - 13.37ლ, ბობოტიკი - 11.40ლ, ნეოპეკი - 34.90ლ, კამის ჩაი - 7.83, პირის ღრუს მულტიფუნქციური გელი - 8.35ლ.

მთლიანი ჯამი: 191.06 ლარი.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

11 საათის წინ

"Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს "ქართული ლუდის კომპანია" Bavaria-სთან ერთად ამ წამოწყებით ამაყობს, მით უმეტეს, რომ შევძელით რეგიონებში გარკვეული მუხტი შეგვეტანა.  22 ივლისს უკვე  რიგით მეოთხე პრიზს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080