ბელგია: პარიზის თავდასხმების საქმეზე დაკავებული სამი პირი თავისუფალია

ბელგია: პარიზის თავდასხმების საქმეზე დაკავებული სამი პირი თავისუფალია

ბელგიის პროკურატურის განცხადებით, 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების საქმესთან დაკავებული სამი პირი გათავისუფლებულია-აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ბელგიის პოლიციამ ქალაქის გარეუბანში ჩატარებული რეიდების შედეგად სამი პირი დააკავა, რომლებიც პარიზის ტერაქტებში იყვნენ ეჭვმიტანილნი. დაკავებულები სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გათავისუფლდნენ.

ბელგიაში ბოლო თვეების განმავლობაში, სამართალდამცველები 13 ნომებრის ტერაქტებში ეჭვმიტანილ პირებს ეძებენ. თავდასხმის დროს  130 ადამიანი დაიღუპა. 

13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის ზოგიერთი ორგანიზატორი 22 მარტს ბრიუსელში თავდასხმების სერიასთან იყო დაკავშირებული.სამშაბათს, ბელგიის პროკურატურამ ბრიუსელის თავდასხმებში ეჭვმიტანილი ორი პირი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

შაბათს, პოლიციამ განაცხადა, რომ ტერაქტებში ეჭვმიტანილ პირს მუჰამედ აბრინს ორი ტერაქტის ორგანიზებაში ედება ბრალი.ქვეყნის პროკურატურის განცხადებით, დაკითხვისას აბრინმა აღიარა, რომ ახალი თავდასხმები საფრანგეთზე იგეგმებოდა.

 

 

 

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

8 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167