ანაკლიის ნავსადგურის პროექტი დუბაის საინვესტიციო ფორუმზე ჯილდოს მფლობელი გახდა

ანაკლიის ნავსადგურის პროექტი დუბაის საინვესტიციო ფორუმზე ჯილდოს მფლობელი გახდა

დიმიტრი ქუმსიშვილმა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტთან ინვესტიციებისა და ორმხრივი ვაჭრობის ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში "დუბაი 2016". ის ასევე შეხვდა საემიროების ოფიციალურ პირებსა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს.

11 აპრილს ვიცეპრემიერსმა მონაწილეობა მიიღო დუბაის საინვესტიციო ფორუმის პლენარულ სესიაში "გლობალური ლიდერების დებატები", რომლის დროსაც მოხსენება გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობდა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შეხვედრაში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერმინისტრთან და დუბაის მმართველთან, შეიჰ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან.

საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან. აღნიშნული შეხვედრა საემიროების ეკონომიკის მინისტრის სულთან ალ მანსურის პატრონაჟით გაიმართა.

შეხვედრაზე ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა არაბული ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ასევე საუბარი წარიმართა კონკრეტულ პროექტებზე, რომელთა განვითარებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს.

არაბთა გაერთიანებული საემიროებში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი საემიროების ეკონომიკის მინისტრ სულთან ალ მანსურს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას და საემიროებში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას.

დუბაის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა გალა-დაჯილდოება, რომელსაც დაესწრო საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. ჯილდო აღმოსავლეთ ევროპის, თურქეთისა და დსთ-ს ქვეყნებში საუკეთესო საინვესტიციო პროექტისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტისათვის მიენიჭა და იგი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს გადაეცა.

"საქართველო ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომელიც დღეს მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს თანამედროვე ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუციებისა და თავისუფალი ბაზრის მქონე სახელმწიფო. ჩვენ ავირჩიეთ ევროინტეგრაციის გზა და ამ მიმართულებით ძალისხმევით ვმუშაობთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცეპრემიერმა ისაუბრა იმ რეფორმებზე,რომელთაც საქართველო ახორციელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ვიცეპრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოზიტიურად მზარდ პოზიციებზე საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში.

"ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად წარმატებას მივაღწევთ ჩვენი საზოგადოების მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილების თვალსაზრისით და შევქმნით უკეთეს მომავლის მთავრობას", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

23 საათის წინ

"Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს "ქართული ლუდის კომპანია" Bavaria-სთან ერთად ამ წამოწყებით ამაყობს, მით უმეტეს, რომ შევძელით რეგიონებში გარკვეული მუხტი შეგვეტანა.  22 ივლისს უკვე  რიგით მეოთხე პრიზს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080