10 ყველაზე პოპულარული სპორტული თემა ტვიტერზე

10 ყველაზე პოპულარული სპორტული თემა ტვიტერზე

სოციალური ქსელი, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, აქტიურადაა შემოჭრილი. მათი საშუალებით, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოეხმაუროს ნებისმიერ თემას. ამ სიაში, კი გთავაზობთ, 2014 წლის ყველაზე პოპულარულ სპორტულ ”ჰეშთეგებს” ტვიტერზე.

მეათე ადგილზეა ინგლისის ”ეფეი ქაფის”(“FA Cup”) ფინალი. 10 წლიანი უტიტულო სეზონი, არსენალმა, 2014 წლის 17 მაისს დაასრულა. ფინალში, ლონდონელება, ჰალ სიტი 3-2 დაამარცხეს. ტვიტერის, ფეხბურთის გულშემატკივარი მომხმარებელი, ისე გაახარა მეთოფეების მშრალი სერიის დასრულებამ, რომ სიცალურ ქსელზე, ერთ-ერთ ყველაზე განხილვად სპორტულ თემად აქციეს.

პინო დე რეს, დოღში გამარჯვება, განაგრძობს იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა. ტვიტერის სიაში ფრანგი მეცხრე ადგილს იკავებს.

ალბათ, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ყველაზე სასაცილო მომენტი, ბრიტანელი კომენტატორების, არაადამიანური რეაქცია იყო, რომელიც ჩვენს სიაში მერვე ადგილას გავიდა. როდესაც ბრიტანელმა ჯენი ჯოუნსმა, სლოუსტაილში ბრინჯაოს მედალი აიღო, აიმი ფულერს, ედ ლეის და ტიმ ვორვუდს, ცხოველური ხმა აღმოხდათ.

მეშვიდე ადგილას, პოპულარობით, გავიდა სოჭში, წარუმატებლად განათებული ოლიპმიადის სიმბოლოს, როდესაც მეხუთე ბეჭედი არ აინთო.

ალტერნატიული ჰეშთეგი, თანამეგობრობის თამაშებზე, მეექვსე ადგილზეა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ფეხბურთში, ჩვენს სიაში მეხუთე პიზიციას იკავებს. გერმანელების გამარჯვება, ტვიტერის მომხმარებლებში, მეტად პოპულარული აღმოჩნდა.

მეოთხე ადგილს იკავებს, ალბათ ყველასთვის წარმოუდგენელი, სტანისლა ვავრინკას გამარჯვება ავსტრალიის ღია პირველობაზე. შვეიცარიელმა, ფინალში ესპანელ რაფაელ ნადალს სძლია.

2014 წლის უიმბლდონი, პოპულარობით მესამე ადგილს იკავებს. მოქმედი ჩემპიონი ენდი მარი, მეოთხედფინალში, გრიგორ დიმიტროვმა დაამარცხა და ჩემპიონატის მიღმა დატოვა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა, კი როჯერ ფედერერი, ფინალში დაამარცხა.

ჯონ ბაროუმენის და დედოფლის გამოჩენა თანამეგობრობის ტურნირის გახსნის ცერემონიაზე, იმდენად პოპულარული იყო ტვიტერზე, რომ ჩვენს სიაში მეორე ადგილზე მოხვდა.

პირველ ადგილს არავის უთმობს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, მასპინზელი ბრაზილიის სამარცხვინო წაგება ნახევარფინალში. 5 გზის მსოფლიო ჩემპიონები, გერმანიის ნაკრებმა, 1-7 გაანადგურა.

ჰარი კეინის დუბლი - გუნდის ლიდერმა ინგლისელებს 3 ქულა ბოლო წუთებზე მოუტანა

ჰარი კეინის დუბლი - გუნდის ლიდერმა ინგლისელებს 3 ქულა ბოლო წუთებზე მოუტანა

2 საათის წინ

15 წუთზე ტუნისელთა მეკარემ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მოედანზე შემოვიდა მუსტაფა. 35 წუთზე ტუნისის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო. ფერჯანი სასიმ წონასწორობა 11 მეტრიანი დარტყმის შედეგად მოახერხა.  მეორე ტაიმში უპირატესობას ინგლისი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212