კომპანია იფქლი პურის გაძვირების მიზეზად ნედლეულის გაძვირებას ასახელებს

კომპანია იფქლი პურის გაძვირების მიზეზად ნედლეულის გაძვირებას ასახელებს

კომპანია იფქლი პურის ფასის გაზრდის მიზეზად ფქვილის, მარილისა და საფუარის გაძვირებას ასახელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, პურის ფასებმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. მათი თქმით, საქართველოში შემოსულ ნედლეულზე ფასებმა მკვეთრად მოიმატა.

"ერთი ტომარა ფქვილი უკვე 40.50 ლარი ღირს.  ასევე მომატებული აქვს ფასი მარილს, საფუარს და მრავალ სხვა ნედლეულს, რომელებსაც  ვიყენებთ წარმოების პროცესში. შექმნილ პირობებში, მეწარმე, რომელიც კეთილსინდისიერად იხდის თავის ფინანსურ ვალდებულებებს, იძულებული ხდება გადახედოს თავისი პრუდუქციის რეალურ ფასს. შესაბამისად, მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად, აუცილებელი გახდა ორი სახეობის პურეულზე - თეთრ და რუხ "ბატონზე" ფასი 10 თეთრით გაგვეთანაბრებინა ბაზარზე არსებულ რეალურ ფასთან. დანარჩენი 73-მდე სახეობის პროდუქციაზე ფასი უცვლელი რჩება" - აცხადებენ კომპანიაში.

პურის გაძვირებასთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გააკეთა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, ის პურის გაძვირების ვერანაირ ლოგიკურ გამართლებას ვერ ხედავს. 

"2013 წლამდე ფქვილის ფასი იყო დაახლოებით ის, არის დღეს. როდესაც 2013 წელს გაიაფდა ფქვილი და ჩამოვიდა 36 ლარზე, პირობა დადეს, რომ თუ ფქვილის ფასები კიდევ გაიზრდებოდა, არ გააძვირებდნენ პროდუქცია. შესაბამისად, როგორც ჩანს, მათ ეს პირობა დააარღვიეს. ჩვენ აუცილებლად მოვიკითხავთ, თუ რა მიზეზები იყო ამის უკან", -განაცხადა ოთარ დანელიამ. 

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

22 საათის წინ

"სტარტაპ კვირეული" პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის  გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება. კვირეულის მიზანია საქართველოში...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054