პატრიარქი: ბედნიერი აღდგომა გაგითენდეთ თქვენ და მთელს მსოფლიოს

პატრიარქი: ბედნიერი აღდგომა გაგითენდეთ თქვენ და მთელს მსოფლიოს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს და მსოფლიოს დამდეგი აღდგომა მიულოცა და ბრძანა, რომ იერუსალიმში აღდგომის წინ ღვთაებრივი ცეცხლი გადმოსვლა არ არის ჩვეულებრივი ცეცხლი, ეს არის ნათელი იმ ნათელისა, რომელიც ახლავს უფალს. 

"მოსე წინასწარმეტყველი, როცა მთაზე ავიდა და მას მიეცა ათი მცნება, რომ ჩამოვიდა მისი სახე ანათებდა ამ ღვთაებრივი ნათელით. იმდენად დიდი იყო ეს ნათება, რომ იძულებული გახდა, შესამოსელი გადაეფარა პირსახეზე. 

როცა იერუსალიმში აღდგომის წინ ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის, ეს არ არის ჩვეულებრივი ცეცხლი, ეს არის ნათელი იმ ნათელისა, რომელიც ახლავს უფალს. ღმერთმა ინებოს, რომ შევძლოთ განწმენდა ჩვენი სულისა, გულისა, გონებისა, ბიწისაგან ცოდვებისა, რომ ნათელმან ქრისტესმა დაიმკვიდროს ჩვენ შორის. დალოცვილი და გახარებული იყავით, ღმერთმა ინებოს, ყოველი ჩვენგანი იყოს მატარებელი მცირედი მაინც ღვთაებრივი ნათელისა.

ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენთან არს ღმერთი. დალოცვილი და გახარებული იყავით. ღვთის მადლით, გავიდა ორი კვირა და სულ მალე იქნება ბრწყინვალე აღდგომა. ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და მთელს მსოფლიოს", - ბრძანა პატრიარქმა.

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

1 საათის წინ

გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.მუნიციპალური ავტობუსები და...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207